ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გაძლიერების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 30.04.1999
ძალის დაკარგვა 16.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №207
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21(28), 06/05/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 971 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.1999 მიღება
16.07.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გაძლიერების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №207 1999 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გაძლიერების გადაუდებელ  ღონისძიებათა შესახებ ინფექციური დაავადებები გავრცელებისა და მძიმე შედეგების გამო ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. გარკვეული დადებითი ძვრები შეინიშნება ჯანდაცვითი სამკურნალო-პროფილაქტიკური სახელმწიფო პროგრამების ამოქმედების შედეგად. თუმცა მდგომარეობა ჯერ კიდევ აშკარად არადამაკმაყოფილებელია. ქვეყნის მასშტაბით სავალალო მდგომარეობაშია ინფექციური სტაციონარების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მათი დიდი უმრავ­ლესობა განლაგებულია არატიპობრივ , ძველ,  ამორტიზებულ შენო­ბებში. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ თითქმის არც ერთ ინფექციურ სტაციონარს არ გააჩნია გამწმენდი ნაგებობა. ინფექციურ დაავადებათა აღრიცხვა-რეგისტრაციის არასრულფასოვნება არ იძლევა გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის რაციონალური სტრატეგიის შემუშავების საშუალებას. ამ მიზეზთა სოციალურ ფაქტორებზე (წყალმომარაგება, დასახლებული პუნქტების სანიტარიული მდგომა­რეობა,  კვების პროდუქტების დამზადებასა და სავაჭრო ქსელში არსებული დარღვევები, მოსახლეობის პროფილაქტიკური განათლების არასაკმარისი დონე და სხვ.) ზემოქმედების შედეგია ესოდენ გახში­რებული სხვადასხვა ინფექციის ეპიდაფეთქებები, რისი მკაფიო დადასტურებაცაა თბილისში 1998 წლის ზაფხულიდან დღემდე აღრიცხული ამებიაზით დაავადების 1800-ზე მეტი შემთხვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გაძლიერების გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით: 1. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნ­ველსაყოფად 1999 წლის 15 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე ქვეყნის ქალაქებსა და რაიონებში გამოცხადდეს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების ექვსთვიური. 2.  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინის­ტრთა საბჭოებმა,  მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უზრუნ­ველყონ: ა) სოციალურად საშიში დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ადგილობრივი მუდმივმოქმედი კომისიების სამუშაო გეგმებში ინფექ­ციურ დაავადებებთან ბრძოლის ორგანიზაციული ღონისძიებების შეტანა და განხორციელება; ბ) ინფექციურ დაავადებათა გავრცელების, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მდგომარეობის რეგულარული შესწავლა და განხილვა მინისტრთა საბჭოს, მხარის ადმინისტრაციის, ქალაქის  მერიის ან  რაიონის გამგეობის სხდომებზე. ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციის ყოველკვარტალურად წარდგენა ჯანმრთელობის დაცვის სამინის­ტროში; გ) ინფექციურ დაავადებებთან მებრძოლ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი ოპტიმიზაცია, პროფილაქტიკურ და სამკურნალო დაწესებულებათა რეაბილიტაცია, მათი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა; დ)  აგრარულ ბაზრებში და ბაზრობებზე, სტაციონარულ და სხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვა; ე) მოსახლეობის მომარაგება სახელმწიფო სტანდარტის შესაბა­მისი ხარისხიანი წყლით; ვ) საკანალიზაციო ქსელების ტექნიკური გამართვა და ავარიების ოპერატიული ლიკვიდაცია; ზ) წყალსადენების სათავე-ნაგებობებისათვის ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება; თ) დასახლებული ადგილების ოპტიმალური სანიტარიული დასუფ­თავების სქემის შედგენა და რეგულარული სანიტარიული დასუფთავება; ი) ადგილნაცვალ პირთა კომპაქტურად განსახლების ადგილებში სრული სანიტარიული წესრიგი და მათი ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგება; კ) ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოებისათვის ქმედითი დახმარების გაწევა სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდ­საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებაში; ლ)  მალფუჭებადი საკვები პროდუქტების რეალიზაციის აღკვეთა ისეთ ადგილებსა და ობიექტებში,  სადაც მათი შენახვა-რეალიზა­ციისათვის არ არის სათანადო პირობები. 3. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორ­ბენაძე)  უზრუნველყოს: ა)  „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს შორის B-ჰეპატიტის გეგმური ვაქცინაციის დაწყება 1999 წლიდან; ბ) სანიტარიული ზედამხედველობის გაძლიერება მოსახლე­ობისათვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად; გ) ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებად გადამდებ დაავადებათა ჩამონათვალის გაფართოება განსაკუთრებით მეთაურ დაწესებულებებში, 2000 წლიდან კი – მთლიანად ქვეყანაში; დ) ეპიდზედამხედველობისა და  კონტროლის გაძლიერება ინფექ­ციურ დაავადებათა აღრიცხვის, რისკ ჯგუფებში მათი აქტიური გამოვლენის, ავადმყოფთა დროული და პროფილური ჰოსპიტალიზაციის  საკითხებში; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან  ერთად  ეპიდზედამხედველობისა და ინფექციური პროფილის სამედიცინო დაწესებულებათა პერსონალის ხელფასების დანამატისა და განსაკუთ­რებით საშიშ ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიურ და ბუნებრივ კერებში მივლინებულ მუშაკთათვის ზენორმატიული სამივლინებო ანაზღაურების წესის შემუშავება და ორ თვეში იუსტიციის სამინის­ტროში წარდგენა. 4.  საქართველოს   შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) და­ თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) ორ თვეში უზრუნველყონ თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და საჯარისო ნაწილებში უწყებ­რივი სამედიცინო ხარჯების ფარგლებში ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის პროგრამების შემუშავება და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში წარდგენა. 5.  საქართველოს    შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ქმედითი დახ­მარება აღმოუჩინოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ინფექციურ დაავადებათა და ეპიზოოტიის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორ­ციელების საქმეში. 6. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა)  ყოველ­წლიური ინდიკატური გეგმების შემუშავებისას გაითვალისწინოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფექციურ დაავადებათა წინა­აღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციის მონაწილე დაწესებულებათა აღდგენა-რეაბილიტაციის, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო გამწმენდი  ნაგებობების მშენებლობის ეტაპობრივი ღონისძიებები. 7.  სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა): ა) გააძლიეროს ვეტერინარული ზედამხედველობა და ბრძოლა ზოონოზური და ზოოანთროპონოზული დაავადებების წინააღმდეგ; ბ) ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან ერთად უზრუნ­ველ­ყონ მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება ზოოანთროპონოზული დაავადებების (ტუბერკულოზის, ბრუცელოზის, ჯილეხის, ცოფის) პროფილაქტიკისა და ადამიანებში მათი გავრცელების აღსაკვეთად; მოაწყონ სახელმწიფო და კერძო მფლობელობაში არსებული პირუტყვის სულადობის აღრიცხვა და იმუნიზაცია; ცოფის სპეციფიკურ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სრული მოცულობით განხორციელება, მაწანწალა და უპატრონო ძაღლების პოპულაციის რეგულირება. 8. ეთხოვოს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომა­უწყებლობის კორპორაციას (ზ. შენგელია) განსაკუთრებული ყურად­ღება დაუთმოს ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობის საკითხთა სისტემატურ  გაშუქებას ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით. 9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) უზრუნველყოს თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრის რეაბი­ლიტაცია შესაბამისი ინვენტარით, აპარატურითა და საჭირო მოწყობილობით აღჭურვის ღონისძიებათა დაფინანსება ჯან­მრთელობის დაცვის სტრატეგიული (სასიცოცხლო) დაწესებულებების რეაბილიტაციისათვის განსაზღვრული პროგრამის ასიგნების ფარგლებში. 10. საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. მაღლაკელიძე) სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდება­რებული საქონლის იმპორტირებისას მისი გაფორმება მოახდინოს სპეციალურ ტერმინალებში. 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა ქმედითი დახმარება აღმოუჩინონ საქსტანდარტს (ჯ. მან­ჯგალაძე)  ფალსიფიცირებული, უხარისხო პროდუქციის რეალიზაციისა და უნებართვო წარმოების აღსაკვეთად. 12. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) ჯან­დაც­ვის სამინისტროსთან ერთად „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა  და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში უზრუნველყოს მოზარდი ახალგაზრდობის სანიტარიული განათლება ინფექციურ  დაავადებათა პროფილაქტიკის საკითხებზე. 13. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ. ე. შევარდნაძე