საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№569
სარეგისტრაციო კოდი
470230000.08.002.016551
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 9 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (9)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №569

2012 წლის 13 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალად ა კარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოში მედიცინის მეცნიერების მართვისა და დაფინანსების სისტემის სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №378 ბრძანებულება;

ბ) „შრომითი რესურსებისა და სამუშაო ადგილების აღრიცხვა-ანგარიშგების სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №506 ბრძანებულება;

გ) „დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებულება;

დ) „ცალკეულ პროფესიათა, საქმიანობის უფლების ან ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 მაისის №275 ბრძანებულება;

ე) „საქართველოში ქალთა მშობიარობის თანაგადახდისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ოქტომბრის №602 ბრძანებულება;

ვ) „ქვეყნის მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და განვითარების ღონისძიებათა შემუშავების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №745 ბრძანებულება;

ზ)„შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ოქტომბრის №587 ბრძანებულება;

თ) „ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გაძლიერების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №207 ბრძანებულება;

ი) „საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 აგვისტოს №511 ბრძანებულება;

კ) „დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 თებერვლის №63 ბრძანებულება;

ლ) „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 თებერვლის №69 ბრძანებულება;

მ) „საქართველოს სოციალური განვი თ არების კონცეფციის რეალიზაციის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 7 აპრილის №156 ბრძანებულება;

ნ) „საქართველოს მოსახლეობაში იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა შემცირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 18 მაისის №242 ბრძანებულება;

ო) „სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესისა და პირობების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 სექტემბრის №400 ბრძანებულება;

პ) „საქართველოს ბავშვ თ ა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აგვისტოს №384 ბრძანებულება;

ჟ) „იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის დარგთაშორისი2004-2008 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 სექტემბრის №466 ბრძანებულება;

რ)„სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 თებერვლის №93 ბრძანებულება;

ს) „ნატიფი ხელოსნობის პროფესიებში უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების,კვალიფიკაციის ამა ღ ლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 2004-2005 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქარ თ ველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის №549 ბრძანებულება;

ტ) „საქართველოს რეს პ უბლიკაში ხელფასებისა და პენსიების გაცემის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 25 აგვისტოს №275 ბრძანებულება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ.სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.07.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
„საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 13.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №569. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.08.002.016551.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 9 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.07.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №569, 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 470230000.08.002.016551 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1699440/