„საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№554
სარეგისტრაციო კოდი
010.210.000.08.002.004.530
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 140, 09/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 9 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (9)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №554

2007 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 იანვრის №78 ბრძანებულება;

ბ) „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 მარტის №200 ბრძანებულება;

გ) „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 აგვისტოს №458 ბრძანებულება;

დ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მარტის №181 ბრძანებულება;

ე) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №344 ბრძანებულება;

ვ) „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულება;

ზ) „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №132 ბრძანებულება;

თ) „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №465 ბრძანებულება;

ი) „საქართველოს რაიონული (საქალაქო), საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა შვებულებისა და მივლინების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აგვისტოს №357 ბრძანებულება;

კ) „მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №176 ბრძანებულება;

ლ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულება.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.10.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
„საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 04.10.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №554. სარეგისტრაციო კოდი — 010.210.000.08.002.004.530.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 9 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.10.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №554, 04.10.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.08.002.004.530 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101422/