სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №218
2006 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 761 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა თანდართული ესკიზებისა და აღწერილობის მიხედვით.
მ. სააკაშვილი
სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა
პ ლ ა ნ შ ე ტ ი 1
სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი:
შავი ფერის კიტელი, ჩალისფერი პერანგი, თეთრი ბამბის მაისური, კლასიკური სტილის რუხი ფერის შარვალი, წინაფრიანი შავი ფერის ქუდი კოკარდით, შავი ფერის კლასიკური ფეხსაცმელი, შავი ფერის გამოსანასკვი ჰალსტუხი, შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა, გამოყენებული ქსოვილი: არანაკლებ 50 პროცენტი ნატურალური ბოჭკო.
პ ლ ა ნ შ ე ტ ი 2
1. სამკერდე ნიშანი – შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი შავ დისკოზე, დისკოში გამოსახულია ოქროსფერი სასწორი და ოქროსფერი შემოკლებული წარწერა „ს მ ს“.
2. სამკლაური ნიშანი – შავ ველზე, რომელსაც გარს არტყია ოქროსფერი კანტი, გამოსახულია მინიატურული ოქროსფერი სვეტებიანი შენობა თავზე ოქროსფერი სასწორით და ოქროსფერი წარწერით „სასამართლოს მანდატურის სამსახური“.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.03.2007.
- როდის იქნა მიღებული „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“?
- „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.03.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №218. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.03.2007-დან.
- სად არის „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.03.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“, №218, 21.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1264869/