საქართველოს ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.08.2003 ძალადაკარგული 13.07.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№384
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 85, 11/08/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №384

2003 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს „საქართველოს ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამა (2003-2007წწ.)“.

2. საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური გეგმის შემუშავებისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენის დროს შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულ იქნეს „ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის“ შესაბამისად ქვეყნის სათანადო სამინისტროთა და უწყებათა მიერ „სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროექტო წინადადებების) შერჩევისა და დაფინანსების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 დეკემბრის №711 ბრძანებულების თანახმად წარმოდგენილი წინადადებები.

3. შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა განახორციელონ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. ეთხოვოთ საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის შესაბამის იურიდიულ პირებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ მონაწილეობა პროგრამის განხორციელებაში.

5. შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა მოამზადონ ყოველწლიური ანგარიში „ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული დავალების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აკაკი ზოიძემ.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.07.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.08.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №384. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.05.002.002.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.07.2012-დან.
სად არის „საქართველოს ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.07.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №384, 08.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/34120/