ა) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის, ვარგისია სამხედრო სასწავლებელში სწავლისათვის;
ბ) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვებით (მოქალაქეებს სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ან სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს განესაზღვრებათ სამხედრო სამსახურისათვის განკუთვნის მაჩვენებელი, სამხედრო მოსამსახურეები გადიან სამხედრო სამსახურს);
გ) შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის (ჯარისკაცები, მეზღვაურები, სერჟანტები იცნობიან უვარგისებად სამხედრო სამსახურისათვის მშვიდობიანობის დროს და ჩაირიცხებიან თადარიგში. ოფიცრები, მიჩმანები, ზემსახურები იცნობიან უვარგისებად სამხედრო სამსახურისათვის მშვიდობიანობის დროს და ჩაირიცხებიან თადარიგში);
დ) დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის (მოქალაქეებს სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ან სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს მიეცემათ შვებულება ავადმყოფობის გამო, ან გათავისუფლდება სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულებისაგან);
ე) უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის (ჯარისკაცები, მეზღვაურები, სერჟანტები იცნობიან უვარგისად სამხედრო სამსახურისათვის, სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით. ოფიცრები, მიჩმანები, ზემსახურები დათხოვნილი იქნებიან სამხედრო სამსახურიდან გადადგომით, სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით)