მუხლი 20🔗
სამედიცინო დაწესებულებები, სამხედრო კომისარიატების მოთხოვნათა შესაბამისად, 10 დღეში წარადგენენ სამედიცინო დოკუმენტებს (ამბულატორიულ ავადმყოფთა სამედიცინო ბარათებს, სტაციონარულ ავადმყოფთა სამედიცინო ბარათებს, რენტგენოგრამებს, სპეციალური მეთოდებით გამოკვლევების ოქმებს და სხვ.), რომლებიც ახასიათებენ მოქალაქეთა ჯანმრთელობას. შემოწმების დამთავრების შემდეგ სამხედრო კომისარიატები 10 დღეში სამედიცინო დოკუმენტებს აბრუნებენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში