მუხლი 28🔗

სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქეები, სამსახურის ადგილზე გაგზავნამდე და ის მოქალაქეები, რომლებიც არ ეთანხმებიან რაიონის, ქალაქის, სამხედრო კომისარიატის სამხედრო საექიმო კომისიის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის კატეგორიის შესახებ, გადიან საკონტროლო სამედიცინო შემოწმებას ცენტრალური გამწვევი კომისიის არასაშტატო მუდმივმოქმედ სამხედრო-საექიმო საექსპერტო კომისიაში