მუხლი 27🔗
მოქალაქეთა სამხედრო სამსახურისათვის მოსამზადებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სამხედრო ძალებში გასაწვევად წვევამდელთა სამედიცინო გამოკვლევები და სამედიცინო კომისიების მიერ ჩატარებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით. ამ შემთხვევაში სახსრები გამოეყოფა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. ერთიანი სახელმწიფო - სავალდებულო პროგრამების დაფინანსება ხდება გამოყოფილი სახსრებიდან