"ცაგერის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 26.11.2010
ძალის დაკარგვა 30.07.2014
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.116.016014
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 10/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,424 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2010 მიღება
30.07.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

"ცაგერის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; } span.FooterChar { } span.HeaderChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.4pt 42.55pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №59 2010 წლის 26 ნოემბერი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი № 1). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 თებერვლის № 178 დადგენილება. საკრებულოს თავმჯდომარე                   მ. ლეთოდიანი დანართი №1 ცაგერის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური 1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.     მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სპეციალისტი მეხანძრეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურის ფუნქციები განისაზღვრება ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-10 მუხლით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი. 4. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით.     მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ფუნქციაა: ა) ხანძრის პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიზაცია- დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენეს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს; გ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლოატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ექვემდებარება ადამიანთა უსაფრთხოებას; დ) კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.     მუხლი 4🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში მიღების წესები 1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და პიროვნული თვისებებით, განათლებით (არანაკლებ საშუალო განათლებისა), ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი. 2. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო დაცვის სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადის ამოწურვის შემდეგ. 3. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში უმცროს მეთაურთა შემადგენლობის თანამდებობებზე მიიღებიან საშუალო განათლების მქონე მოქალაქეები. 4. სამსახურში მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა- გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სამსახურის გავლის წესს, საშტატო რაოდენობას და სტრუქტურას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.     მუხლი 5🔗. შეზღუდვები სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურში მიღებისა და  სამსახურის გავლასთან დაკავშირებით სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი: ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი აქვს ნასამართლობა; ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიან ობის მქონედ; დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს.      მუხლი 6🔗. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის უფროს, საშუალო, უმცროს და რიგითი შემადგენლობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება 1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება:    ა) ზემდგომ თანამდებობაზე სამსახურებრივი დაწინაურებით და დასაწინაურებელ მოსამსახურეებთან შეთანხმების საფუძველზე;    ბ) თანაბარ თანამდებობაზე მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი თვისებების, ცოდნის, მომზადებისა და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის;    გ) დაბალ თანამდებობებზე შტატების შემცირებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად პირადი თხოვნით დადებული სასჯელის საფუძველზე;    დ) სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლების დამთავრების შემდეგ თანამდებობებზე დანიშვნის დროს. 2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით. პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას უნდა უძღოდეს, როგორც წესი, მისი შესაბამისი სამსახურებრივი გადამზადება. 3. ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამსახურე შეიძლება დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად ერთი თვის ვადით.     მუხლი 7🔗. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები 1. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებითა და დებულებით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით. 2. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი, მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო ზემდგომ უფროსს. 3. უკანონო ბრძანებების ან მითითებების შესრულება სახანძრო დაცვის სამსახურის რაზმის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში. 5. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართალსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. 6. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.     მუხლი 8🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება 1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება, რომელშიც შედის: ა) უფროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრეების სპეციალური დაწყებითი მომზადება); ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება. 2. უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადებას ახორციელებენ სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის რაიონული რაზმები და ნაწილები, ხოლო უფროს და საშუალო მეთაურთა გადამზადებას და მათ კვალიფიკაციის ამაღლებას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური.        მუხლი 9🔗. სამსახურებრივი დისციპლინა    სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი პასუხიმგებელია ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე. იგი ვალდებულია :  ა) შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები; ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პასუხიმგებლობის გრძნობა; გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში; დ) პატივი სცეს სამსახურის მოსამსახურეთა პირად ღირსებას; ე) არ დაუშვას პირად შემადგენლობასთან მუშაობაში პროტექციონიზმი და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამსახურეთა დევნა სამსახურში არსებულ ნაკლოვანებათა კრიტიკისათვის.     მუხლი 10🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სამუშაო დრო 1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში მოსამსახურეებისათვის დადგენილია ორმოცსაათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მუშაკისათვის არანორმირებული სამუშაო დღე. 2. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეთათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყების და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. უმცროსი და რიგითი შემადგენლობის მიერ ვალდებულებების ვადის  გაგრძელების წესი 1. უმცროსი და რიგითი შემადგენლობის თანამდებობებზე მისაღები პირები დებენ წერილობით ხელშეკრულებას – ვალდებულებას სახანძრო დაცვის სამსახურის რაზმში მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ (სამი წლით). ვალდებულება ითვლება გაგრძელებულად იმავე ვადით, თუ მოსამსახურე ვალდებულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე არ მიმართავს ხელმძღვანელობას განცხადებით დათხოვნის შესახებ.     მუხლი 12🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურება 1. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის რაზმის უფროსი, საშუალო, უმცროსი და რიგითი თანამდებობის მოსამსახურე იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ დადგენილ განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, დანამატებს არანორმირებულ სამუშაო დღესთან დაკავშირებით (გარკვეული კატეგორიის მოსამსახურეთათვის), ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენ საციას. გასაცემი დანამატები და კომპენ საციები, მათი ოდენობა გამოითვლება და გაიცემა დადგენილი წესის შესაბამისად. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 3. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 13🔗. სახანძრო დაცვისა სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო და დამატებითი სოციალური დაზღვევა. სახელმწიფო, პირადი და დამატებითი სოციალური დაზღვევა, აგრეთვე სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 14🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების შეღავათები, გარანტიები და კომპესაციები 1. სახანძრო დაცვის სამსახურის რაზმის მოსამსახურეს, რომელიც საქმიანობაში იყენებს სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის, საწვავ-საპოხი მასალების ხარჯების ანაზღაურების მიზნით უხდიან ფულად კომპენ საციას დადგენილი წესით.     მუხლი 15🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.