ცაგერის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2014 წლის 25 ივლისი ქ. ცაგერი |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურის ფუნქციები განისაზღვრება ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-12 მუხლით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი.
3. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით.
ა) ხანძრის პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიზაცია დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს.
გ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტების ექსპლოატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ექვემდებარება ადამიანთა უსაფრთხოებას;
დ) კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი აქვს ნასამართლობა;
ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუუნარობის მქონედ;
დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს.
ა) ზემდგომ თანამდებობაზე სამსახურებრივი დაწინაურებით და დასაწინაურებელ მოსამსახურეებთან შეთანხმების საფუძველზე;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი თვისებების, ცოდნის, მომზადებისა და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის;
გ) დაბალ თანამდებობებზე შტატების შემცირებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად პირადი თხოვნით დადებული სასჯელის საფუძველზე;
დ) სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლების დამთავრების შემდეგ თანამდებობებზე დანიშვნის დროს.
2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით. პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას უნდა უძღოდეს, როგორც წესი, მისი შესაბამისი სამსახურებრივი გადამზადება.
2. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი, მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო ზემდგომ უფროსს.
3. უკანონო ბრძანებების ან მითითებების შესრულება სახანძრო დაცვის სამსახურის რაზმის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.
5. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართალსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად.
6. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.
ა) უფროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის - ახლად მიღებული მეხანძრეების სპეციალური დაწყებითი მომზადება).
ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება.
2. უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადებას ახორციელებენ სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის რაიონული რაზმები და ნაწილები, ხოლო უფროს და საშუალო მეთაურთა გადამზადებას და მათ კვალიფიკაციის ამაღლებას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური.
ა) შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;
ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პასუხიმგებლობის გრძნობა.
გ) უზრუნველყოფის საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში;
დ) პატივი სცეს სამსახურის მოსამსახურეთა პირად ღირსებას;
ე) არ დაუშვას პირადი შემადგენლობასთან მუშაობაში პროტექციონიზმი და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამსახურეთა დევნა სამსახურში არსებული ნაკლოვანებათა კრიტიკისათვის.
2. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეთათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო ( მუშაობის დაწყების და დამთავრების დრო)ცვლების განრიგის შესაბამისად.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
3. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.