გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის თაობაზე

მიღების თარიღი 25.06.1999
ძალის დაკარგვა 08.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №389
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31(38), 30/06/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,115 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.1999 მიღება
08.05.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } h4 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; letter-spacing:2.5pt;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; letter-spacing:3.25pt;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:15.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:15.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; } p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:58.5pt 52.05pt 49.5pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №389 1999 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის თაობაზე „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხ­ლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის თანდართული წესი. 2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებასთან ერთად ყოველწლიურად მოამზადოს მისი მოკლე ვარიანტი საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისათვის მისა­წოდებლად. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ფორ­მირებისას გაითვალისწინოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვ­ნული მოხსენების გამოქვეყნებისა და გავრცელებისათვის აუცილებელი ხარჯები. ე. შევარდნაძე გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესი კარი I ზოგადი ნაწილი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზე და რომელთა შესასრულებლადაც მიღებულ იქნა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესი. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესი (შემდგომში – წესი) მიღებულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 10 დეკემბრის კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ., № 1-2 (/33-34/7/) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონითა და საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.     მუხლი 2🔗. რეგულირების საგანი ეს წესი არეგულირებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის და ასევე გამოქვეყნების გზით მისი საზო­გადოებრიობისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვასთან (შემდგომში გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროსთან) დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.     მუხლი 3🔗. კანონმდებლობის სისტემა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთან­ხმებების, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 10 დეკემბრის კანონის, ამ წესისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.     მუხლი 4🔗. ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლება – მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ; ბ) სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის ხელ­მისაწვდომობის პრინციპის დაცვა. 2. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის ძირითადი ამოცანებია: ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისა და მისი საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის წესის განსაზღვრა; ბ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურის დადგენა; გ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში მოქალაქეთა და სახელმწიფო ორგანოების უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრა; დ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებისა და გავრცელების დაფინანსების წესის განსაზღვრა; ე) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებისა და გავრცელების გზით მისი საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირება.     მუხლი 5🔗. ძირითადი ტერმინების განმარტებანი ამ წესში გამოყენებულ ძირითად ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპი – ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ღია და ხელ­მისაწვდომია საზოგადოებრიობისათვის; ბ) მდგრადობის პრინციპი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება, როდესაც საშიშროება არ ექმნება საზოგადოების განვითარებას და უზრუნველყოფილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებებისაგან; გ) ფიზიკური და იურიდიული პირი – საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის სამოქალაქო კოდექსით (პარლამენტის უწყებანი, საკან­ონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ., № 31) განსაზღვრული კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირი; დ) სახელმწიფო ორგანო და სახელმწიფო იურიდიული პირი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, საჯაროსამართლებრივი კორპორაცია. საჯარო­სამართლებრივი დაწესებულება და სხვ.), რომლის შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაღზვრება კანონით; ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება – „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონოით (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ., № 17-18) განსაზღვრული სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება; ვ) ევროკავშირის კანონმდებლობა – გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში ევროპის კავშირის მიერ დადგენილი სტანდარტები, ნორმები და ევროპის გაერთიანების მინისტრთა საბჭოს (The Couneil of Hinisters of The Europian Community) მიერ მიღებული დებულებები, გადაწყვეტილებები და დირექტივები, ასევე არასა­კანონმდებლო ხასიათის რეკომენდაციები და რეზოლუციები. ევროპის კავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებთან და ნორმებთან საქარ­თველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის აუცილებლობა განსაზღვრულია „საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით; ზ) ეკონომიკური საქმიანობის სახეობების ეროვნული კლასიფიკატორი – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 1997 წლის 13 იანვრის № 2 ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული კლასიფიკატორი სეკ (NACE) 001-97 – ეკონომიკური საქმიანობის სახეები“; თ) სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. თავი II უფლებები და ვალდებულებები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში     მუხლი 6🔗. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები და ვალდებულებები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში 1. ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს: ა) მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ; ბ) დადგენილი წესით უშუალოდ მონაწილეობა მიიღოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის პროცესში; გ) მოაწყოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხ­სენების საჯარო განხილვა და თავისი წინადადებები და შენიშვნები გაუგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო, წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს; დ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გაცნობის გზით აიმაღლოს ეკოლოგიური განათლებისა და გარე­მოსდაცვითი ცნობიერების დონე; ე) განახორციელოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი სხვა უფლებები.  2. ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის სამუშაოებში უშუალო მონაწილეობის მიღების შემთხვევაში დაიცვას საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი მოთხოვნები.     მუხლი 7🔗. სახელმწიფო ორგანოთა და სახელმწიფო იურიდიულ პირთა უფლებები და ვალდებულებები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში 1. სახელმწიფო ორგანოებს და სახელმწიფო იურიდიულ პირებს უფლება აქვთ: ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გაცნობის გზით მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ; ბ) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის პროცესში; გ) განახორციელონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი სხვა უფლებები. 2. სახელმწიფო ორგანოები და სახელმწიფო იურიდიული პირები ვალდებული არიან: ა) მოთხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა უსასყიდლოდ მიაწოდონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის პასუხისმგებელ ორგანოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესადგენად; ბ) დაიცვან გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი სხვა მოთხოვნები. თავი III კომპეტენციათა გამიჯვნა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში     მუხლი 8🔗. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ხელი­სუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურის დადგენა, ეროვნული მოხსენების შედგენის სამუშაოთა კოორდინაცია და დამტკიცება.     მუხლი 9🔗. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში 1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები მონაწილეობენ კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილნი არიან შეადგინონ, დაამტკიცონ, გამოაქვეყნონ და გაავრცელონ ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენებები. 3. ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენებას უნდა ჰქონდეს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა. 4. ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენების შედგენის, დამტკიცებისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლი კის შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე.     მუხლი 10🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა კომპეტენცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვ­ნული მოხსენების შედგენის სფეროში 1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგი­ლობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მონაწილეობენ კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობს ორგა­ნოები უფლებამოსილნი არიან შეადგინონ, დაამტკიცონ, გამოაქვეყნონ და გაავრცელონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი და რეგიონალური მოხსენებები. 3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივ და რეგიონალურ მოხსენებას უნდა ჰქონდეს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა. 4. გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი და ან რეგიონალური მოხსენების შედგენის, დამტკიცებისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე. კარი II გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა თავი IV გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის ზოგადი პრინციპები     მუხლი 11🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის ზოგადი პრინციპები 1. ეროვნული მოხსენების ფორმირების ზოგადი პრინციპებია: ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ობიექტურობა; ბ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კომპლექ­სურობა; გ) მდგრადობის პრინციპის დაცვა; დ) საქართველოსა და საერთაშორისო (ევროკავშირის) კანონმდებლობის ნორმებთან შესაბამისობა; ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა ასახვა. 2. ეროვნული მოხსენება შედგება ზოგადი, ძირითადი და დასკვნითი ნაწილებისაგან.     მუხლი 12🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების ზოგადი ნაწილი ზოგადი ნაწილი მოიცავს: წინასიტყვაობას; სარჩევს; ცხრილების, გრაფიკების, ილუსტრაციების სარჩევს; დანართებს; მონაცემებს ინფორმაციის წყაროების, ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილე სუბიექტების შესახებ.     მუხლი 13🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების ძირითადი ნაწილი 1. ეროვნული მოხსენების ძირითადი ნაწილი შედგება სამი თავისაგან: ა) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობა; ბ) ეროვნული მეურნეობის გავლენა გარემოზე; გ) გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვა.     მუხლი 14🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების დასკვნითი ნაწილი ეროვნული მოხსენების დასკვნითი ნაწილი მოიცავს პროგნოზებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.     მუხლი 15🔗. ეროვნულ მოხსენებაში გარემოს მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის წარმოშობისა და ლიტერატურული წყაროების ციტირების წესი ეროვნულ მოხსენებაში გარემოს მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის წარმოშობისა და გამოყენებული ლიტერატურის ციტირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 16🔗. ეროვნულ მოხსენებაში გარემოს მდგომარეობის ამსახველ დინამიურ მონაცემთა ბაზის წარმოება ეროვნული მოხსენების სტრუქტურის შესაბამისად სამინისტრო ახდენს მონაცემთა ბაზის ფორმირებას და განახლებას.     მუხლი 17🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. სამინისტროს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ეროვნული მოხსენების სტრუქტურაში. 2. ეროვნული მოხსენების სტრუქტურაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საფუძველია ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში, ახალი საერთაშორისო ვალდებულებები. 3. ამ საკითხზე მინისტრი გამოსცემს ნორმატიულ აქტს.     მუხლი 18🔗. გარემოს მდგომარეობის ამსახველი სახელმწიფო, კომერციული და საწარმოო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია 1. ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და სახელმწიფო იურიდიული პირები ვალდებული არიან მიაწოდონ სამინისტროს ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი შეიცავენ სახელმწიფო, კომერციულ და საწარმოო საიდუმლოებას. 2. გარემოს მდგომარეობის ამსახველი სახელმწიფო, კომერციული და საწარმოო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილე სუბიექტი წარადგენს სპეციალური გრიფით. 3. ეროვნული მოხსენების სახელმწიფო, კომერციული და საწარ­მოო საიდუმლოების შემცველი ნაწილი უნდა იქნეს ეტიკეტირებული და ინახებოდეს ცალკე. საზოგადოებრიობისათვის ინფორმაციის ეს ნაწილი ხელმიუწვდომელია. 4. სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო, კომერციული და საწარმოო საიდუმლოების დაცვა. 5. სახელმწიფო, კომერციული და საწარმოო საიდუმლოების შემ­ცველი ინფორმაციის გაცნობის უფლება ეძლევათ თანამდებობის პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. პირები, რომლებსაც ამ წესის შესაბამისად ექნებათ საი­დუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლება, საიდუმლოს გამჟღავნების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს კანონ­მდებლობის შესაბამისად. კარი III გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების ძირითადი ნაწილის შინაარსი თავი V გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობა     მუხლი 19🔗. ატმოსფერული ჰაერი 1. ატმოსფერული ჰაერის საერთო მდგომარეობა, მათ შორის: ა) ატმოსფერული ჰაერის ხარი სხობრივი მდგომარეობის ამსახველი მაჩვენებლები; ბ) ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები, მათი ცვლილების დინამიკა და ტენდენციები; გ) ძირითადი დამაბინძურებელი წყაროები და მათი მახასიათებლები. 2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზები, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებები. 3. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო; ბ) ტრანსპორტის სამინისტრო; გ) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო; დ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ე) შინაგან საქმეთა სამინისტრო; ვ) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; ზ) მრეწველობის სამინისტრო; თ) ფინანსთა სამინისტრო; ი) თავდაცვის სამინისტრო; კ) სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი; ლ) მეცნიერებათა აკადემია; მ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.     მუხლი 20🔗. წყალი და წყლის რესურსები 1. ზედაპირული წყლების საერთო მდგომარეობა, მათ შორის: ა) საქართველოს წყლის რესურსების საშუალო წლიური ჩამო­ნადენი აუზების მიხედვით, ცვლილებების დინამიკა და ძირითადი ტენდენციები; ბ) წყალმოხმარებისა და წყალარინების მდგომარეობა; გ) წყლის ხარისხი განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელ­მწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტებში, დაბინძურების წყაროების მითითებით; დ) ზედაპირული წყლების დაბინძურების მიზეზები და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებები. 2. მიწისქვეშა წყლების საერთო მდგომარეობა, მათ შორის: ა) საქართველოს ტერიტორიაზე დაძიებული მიწისქვეშა წყლების საერთო მოცულობა; ბ) ექსპლუატაციაში მყოფი საბადოები მნიშვნელობისა და დანიშნულების მიხედვით, თითოეულისათვის ათვისების პროცენტის საშუალო წლიური მაჩვენებლების მითითებით; გ) მიწისქვეშა წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროები, დაბინძურების ინტენსივობა, მისი გამომწვევი მიზეზები, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებები. 3. ზღვის ეკოსისტემის საერთო მდგომარეობა, მათ შორის: ა) დაბინძურების ძირითადი წყაროები, დამაბინძურებელ ნივ­თიერებათა ჩამონათვალი; ბ) დაბინძურების ძირითადი მიზეზები, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებები. 4. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო; გ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; დ) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; ე) მრეწველობის სამინისტრო; ვ) ტრანსპორტის სამინისტრო; ზ) ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო; თ) გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი; ი) მეცნიერებათა აკადემია; კ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.     მუხლი 21🔗. მიწა და მიწის რესურსები 1. მიწის ფონდის საერთო მდგომარეობა, მათ შორის: ა) მიწის ფონდის საერთო მდგომარეობა კატეგორიების მი­ხედვით; ბ) მიწის ფონდის სტრუქტურული ცვლილების დინამიკა და ტენ­დენციები; გ) სხვადასხვა კატეგორიის მიწების ხარისხობრივი მდგომარეობა, მათი გამოფიტვის, რღვევის, ეროზირების, დეგრადაციის (დაჭაობების, დამლაშების და ა.შ.) პროცესი, გამომწვევი მიზეზები, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებები; დ) ცალკეული კატეგორიის მიწების დაბინძურების ხარისხი დამაბინძურებელ ნივთიერებათა (ინგრედიენტების) მითითებით, დაბინძურების წყაროები, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გან­ხორციელებული ღონისძიებები; ე) მიწების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. 2. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტრო; ბ) ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო; გ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; დ) მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი; ე) გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი; ვ) სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი; ზ) სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი; თ) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია; ი) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.     მუხლი 22🔗. წიაღი და წიაღისეული 1. წიაღისა და წიაღსიეულის საერთო მდგომარეობა. 2. წიაღით სარგებლობის (სახეების და წიაღისეულის ჯგუფების მიხედვით) მოცულობა, დინამიკა (ზრდის ან კლების ტენდენციები). 3. წიაღით რაციონალურად სარგებლობისა და მისი დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებები. 4. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ბ) მრეწველობის სამინისტრო; გ) სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო; დ) გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი; ე) შინაგან საქმეთა სამინისტრო; ვ) ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია; ზ) მეცნიერებათა აკადემია; თ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.     მუხლი 23🔗. მცენარეული საფარი 1. მცენარეული საფარის (ტყის ფონდის გარდა) საერთო მდგომარეობა, მათ შორის: ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე (სამკურნალო, სამეურნეო) მცენარეების გავრცელების არეალები, ხარისხობრივი, თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილებების ტენდენციები და მიზეზები, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებები. ბ) ხელოვნურად გამწვანებული ტერიტორიების (ბაღები, პარკები, სკვერები) მდგომარეობა; გ) ბუნებრივად გავრცელებულ მცენარეთა სახეობებისა და ინტროდუცირებულ სახეობათა ურთიერთთანაარსებობის პირობები, დაფიქსირებული ცვლილებები. 2. ტყის ფონდის საერთო მდგომარეობა, მათ შორის: ა) სატყეო მეურნეობის სისტემაში დაგეგმილი, კანონიერად განხორციელებული და უნებართვო ჭრების მოცულობა მერქნიან მცენარეთა სახეობების მითითებით; ბ) ტყეკაფების გამოყოფის სისწორე და ათვისების მდგომარეობა; გ) ტყის აღდგენითი სამუშაოების შესრულების ინტენსივობა და დინამიკა; დ) ქვეყნის ტყეებზე უარყოფითი გავლენის მქონე ანთრო­პოგენური და ბუნებრივი პროცესები, მათი გამომწვევი მიზეზები, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებები. 3. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ბ) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; გ) შინაგან საქმეთა სამინისტრო; დ) სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი; ე) სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი; ვ) ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო; ზ) საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტი; თ) მეცნიერებათა აკადემია; ი) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.     მუხლი 24🔗. ცხოველთა სამყარო 1. ქვეყნის ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველთა სამყაროს საერთო მდგომარეობა, მათ შორის: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტების გავრცელების არეალები; ბ) მათი აღრიცხვის მდგომარეობა, რაოდენობრივი ცვლილებები, ამ ცვლილებათა მიზეზები, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებები. 2. ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ფაუნის წარმომადგენელთა მდგომარეობა, მათი რაოდენობრივი ცვალება­დობის ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორები,, ამ ცვლილებათა მიზეზები, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული. 3. სარეწაო თევზჭერის მოცულობა ცალკეულ წყალსატევებსა და შავ ზღვაში სახეობათა მიხედვით: წყლის ხარისხის გავლენა თევზის მარაგის შემცირებაზე. 4. წყლის ეკოსისტემებში ეკოლოგიური წონასწორობის რღვევის დინამიკა, გამომწვევი მიზეზები და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებები. 5. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ბ) შინაგან საქმეთა სამინისტრო; გ) სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი; დ) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; ე) დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი; ვ) მეცნიერებათა აკადემია.     მუხლი 25🔗. რადიაციული მდგომარეობა 1. ატმოსფეროს მიწისპირა ფენის რადიაქტიური დაბინძურების დონე და გამომწვევი მიზეზები. 2. ნიადაგების რადიაქტიური დაბინძურების დონე და დამაბინძურებელ ობიექტთა ჩამონათვალი. 3. წყალსატევების რადიაქტიური დაბინძურების დონე მიზეზების მითითებით. 4. რადიაციული მდგომარეობა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში. 5. დამაბინძურებელ ობიექტთა ჩამონათვალი და მათ მიერ გამოწვეული რადიაციული დაბინძურების ხარისხი. 6. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებები. 7. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო; ბ) მრეწველობის სამინისტრო; გ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; დ) თავდაცვის სამინისტრო; ე) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო; ვ) შინაგან საქმეთა სამინისტრო; ზ) სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო; თ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი; ი) მეცნიერებათა აკადემია.     მუხლი 26🔗. გარემოზე ფიზიკური ზემოქმედების განსაკუთრებული სახეები 1. გარემოზე ფიზიკური ზემოქმედების განსაკუთრებული სახეები: ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური ველები და სხვა, მათ მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგებისა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებები. 2. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო; ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო; გ) თავდაცვის სამინისტრო; დ) ტრანსპორტის სამინისტრო; ე) სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო; ვ) შინაგან საქმეთა სამინისტრო; ზ) მეცნიერებათა აკადემია; თ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.     მუხლი 27🔗. წლის მეტეოროლოგიური პირობების თავისებურებები. ბუნებრივი კატასტროფები და სტიქიური უბედურებები 1. წლის განმავლობაში (თვეების მიხედვით) ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურების და ატმოსფერული ნალექების საშუალო მნიშ­ვნელობების განაწილება ქვეყნის ტერიტორიაზე. 2. საშუალო მრავალწლიური (კლიმატური) მნიშვნელობებისაგან მათი გადახრის ანალიზი. 3. წლის განმავლობაში აღნიშნული სტიქიური ჰიდრო­მეტე­ოროლოგიური და ამინდის ექსტრემალური მოვლენები. 4. წლის განმავლობაში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფები და სტიქიური უბედურებები; მათ შედეგად მიყენებული ზიანი, სალიკ­ვიდაციოდ განხორციელებული ღონისძიებები. 5. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) შინაგან საქმეთა სამინისტრო; ბ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; გ) გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი; დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო; ე) მეცნიერებათა აკადემია.     მუხლი 28🔗. გარემოს ეკოლოგიური ფაქტორების შესაძლო გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე 1. ქვეყნის საერთო დემოგრაფიული მდგომარეობა, მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა; მისი ცვლილების ძირითადი გამომწვევი მიზეზები და გარემოს დაბინძურების (კომპონენტების მიხედვით) შედეგად ადამიანთა ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია; ტიპური დაავადებები და მათი გამომწვევი ეკოლოგიური ფაქტორები. 2. ქვეყნის სანიტარიულ-ეპიდემიური ვითარება. 3. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების კერების გაჩენის საშიშროება, ცალკეული შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზი, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებები. 4. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო; გ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; დ) სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი; ე) მეცნიერებათა აკადემია; ვ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.     მუხლი 29🔗. ეკოლოგიური ფაქტორების გავლენა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე 1. ქვეყნის ისტორიული და კულტურული ფასეულობები, რომლებმაც განიცადეს ეკოლოგიური ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენა. 2. განადგურების პირას მისული ან განადგურებული კულტურის ძეგლების ჩამონათვალი, მათი მდგომარეობა და განხორციელებული ღონისძიებები. 3. არქეოლოგიური მემკვიდრეობის საერთო მდგომარეობა, არქეოლოგიის ძეგლებზე ეკოლოგიური ფაქტორების უარყოფითი გავლენა, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებები. 4. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) კულტურის სამინისტრო; ბ) ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო; გ) მეცნიერებათა აკადემია; დ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორ­განოები.     მუხლი 30🔗. დაცული ტერიტორიები 1. ქვეყანაში არსებული დაცული ტერიტორიების საერთო მდგომარეობა. 2. თითოეული კატეგორიის დაცულ ტერიტორიებზე რეჟიმის დაცვის მდგომარეობა, მათში წარმოდგენილი მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს სახეობების, ბუნების ძეგლების მდგომარეობა, განხორციელებული ღონისძიებები. 3. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) შინაგან საქმეთა სამინისტრო; ბ) დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი; გ) მეცნიერებათა აკადემია; დ) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. თავი VI ეროვნული მეურნეობის გავლენა გარემოზე     მუხლი 31🔗. ეროვნული მეურნეობის გარემოზე გავლენის თავისებურებები 1. გარემოსა და მის ცალკეულ კომპონენტებზე სამეურნეო საქმიანობის გავლენის საერთო მაჩვენებლები. 2. ეროვნული მეურნეობის გავლენა გარემოზე ეკონომიკური საქმიანობის სახეობათა (სეკ (NAС E) 001-97), რეგიონებისა და ძირითადი დამაბინძურებელი ობიექტების მიხედვით. 3. რეგიონებისა და მსხვილი სამრეწველო ცენტრებისათვის დამახასიათებელი გარემოზე ანთროპოგენური გავლენის თვისობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, მათი ცვლილების დინამიკა. 4. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები; ბ) მეცნიერებათა აკადემია; გ) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია; დ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.     მუხლი 32🔗. ქიმიური საშუალებები 1. ქვეყანაში ქიმიური პროდუქციის წარმოების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, გამოყენების საერთო მდგომარეობა. 2. ქვეყანაში ბრუნვაში მყოფი ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული პესტიციდებისა და მინერალური სასუქების რაოდენობა, მათი შენახვის მდგომარეობა, განხორ­ციელებული ღონისძიებები. 3. ვადაგასული ქიმიური საშუალებების შესანახი სასაწყობო მეურნეობების მდგომარეობა, განხორციელებული ღონისძიებები. 4. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ბ) მრეწველობის სამინისტრო; გ) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო; დ) ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სა­მინისტრო; ე) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; ვ) საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტი; ზ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემია; თ) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.     მუხლი 33🔗. ნარჩენები 1. ქვეყანაში წარმოებული ნარჩენების საერთო რაოდენობა, კლასიფიკაცია, ტერიტორიული განაწილება. 2. ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელების, პოლიგონებისა და სამარხების მდგომარეობა, განხორციელებული ღონისძიებები. 3. სამრეწველო საწარმოების მიერ განხორციელებული ღონის­ძიებები შედარებით მცირენარჩენებიანი ტექნოლოგიების დასა­ნერგად, სამრეწველო ნარჩენების გაუვნებლობისა და უტილიზაციის მიზნით. 4. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები. ა) ეკონომიკის სამინისტრო; ბ) მრეწველობის სამინისტრო; გ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; დ) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო; ე) ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო; ვ) სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.     მუხლი 34🔗. ტექნოგენური ავარიები და კატასტროფები 1. ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი ტექნოგენური ავარიებისა და კატასტროფების საერთო რაოდენობა. 2. მათი გამომწვევი მიზეზები, გარემოსა და მის ცალკეულ კომპონენტებზე უარყოფითი გავლენის შედეგები, მიყენებული ზიანის ოდენობა, შედეგების სალიკვიდაციოდ განხორციელებული ღონისძიებები. 3. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ბ) მრეწველობის სამინისტრო; გ) სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო; დ) ტრანსპორტის სამინისტრო; ე) ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო; ვ) შინაგან საქმეთა სამინისტრო; ზ) საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი; თ) გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი; ი) ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია; კ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები. თავი VII გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვა     მუხლი 35🔗. საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა 1. გარემოსდაცვითი საქმიანობის ნორმატიულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა. 2. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისათვის გან­ხორციელებული იურიდიული სანქციები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების მუხლების მითითებით, აგრეთვე საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხების რაოდენობა. 3. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) იუსტიციის სამინისტრო; ბ) ფინანსთა სამინისტრო; გ) სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.     მუხლი 36🔗. კონტროლი გარემოს დაცვის სფეროში 1. ჩატარებული შემოწმებების და გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა (გარემოს კომპონენტების მიხედვით), მიღებული ზომები. 2. კონტროლის სფეროში დასაქმებულ მუშაკთა რაოდენობა. 3. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო; გ) შინაგან საქმეთა სამინისტრო; დ) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; ე) მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი; ვ) დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მე­ურ­ნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი; ზ) სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი.     მუხლი 37🔗. გარემოსდაცვითი პოლიტიკა და სახელმწიფო პროგრამები 1. საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებები. 2. სახელმწიფო და საერთაშორისო მიზნობრივი გარემოსდაცვითი პროგრამები. 3. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები.     მუხლი 38🔗. ეკოლოგიური უსაფრთხოება 1. ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გან­ხორციელებული კონცეპტუალური, ნორმატიულ-სამართლებრივი, მეთოდური და საინფორმაციო ბაზის სრულყოფის ღონისძიებანი; მათ შორის ეკოლოგიური უსაფრთხოების ეროვნული და რეგიონალური პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება (პრიორიტეტულ მიმართულებათა გათვალისწინებით). 2. ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორ­ციელებული ღონისძიებები. 3. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები; ბ) მეცნიერებათა აკადემია; გ) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.     მუხლი 39🔗. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ეკონომიკური მექანიზმები 1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების ეკონომიკური მექანიზმების სრულყოფისა და მათი ნორმატიულ-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. 2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის და მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადების სისტემის მდგომარეობა. 3. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ბ) ფინანსთა სამინისტრო; გ) ეკონომიკის სამინისტრო; დ) საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტი.     მუხლი 40🔗. გარემოსდაცვითი საქმიანობის დაფინანსება 1. გარემოსდაცვითი ღონისძიებებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი და ათვისებული თანხების მოცულობა დარგების მიხედვით, მათი მიზნობრივი ხარჯვა. 2. მიმდინარე ხარჯები, გარემოსდაცვითი ძირითადი ფონდების კაპიტალური რემონტი, კაპიტალდაბანდებები გარემოს დაცვაზე, დაცული ტერიტორიების შესანახად გაწეული ხარჯები და სხვა. 3. გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსების სხვა წყაროები (კრედიტი, გრანტი და სხვა), ათვისებული თანხების მოცულობა დარგების მიხედვით, მათი მიზნობრივი ხარჯვა. 4. გარემოსდაცვითი საქმიანობის დაფინანსების სფეროში არსებული ნაკლოვანებები, არასწორი ან არასაკმარისი დაფინანსებით გამოწვეული შედეგები. 5. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები.     მუხლი 41🔗. გარემოს მონიტორინგის სისტემა 1. გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ფორმირების უზრუნველსაყოფად მიმდინარე სამუშაოები, სისტემის შემადგენელი კომპონენტების სრულად წარმოდგენით: ა) გარემოზე ანთროპოგენური გავლენის მქონე წყაროების მონიტორინგი; ბ) გარემოს აბიოტური კომპონენტის დაბინძურების მონი­ტორინგი; გ) გარემოს ბიოტური კომპონენტის დაბინძურების მონიტორინგი. 2. გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათ შორის, სადამკვირვებლო პუნქტების, ლაბორატორიების, ინფორმაციის გადაცემის, მიღებისა და გადამუშავების წყაროების რიცხვი, მათი უწყებრივი დაქვემდებარება, ადგილმდებარეობა, მუშაობის ეფექტიანობა. 3. გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის სრულყოფისათვის განხორციელებული ღონისძიებები. 4. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები.     მუხლი 42🔗. გარემოსდაცვითი ნებართვა 1. წლის განმავლობაში განხილული პროექტების, პროგრამების, გეგმების და სხვათა (საქმიანობის კატეგორიათა მიხედვით) საერთო რაოდენობა, რომელთაც ჩაუტარდათ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა, მათ შორის, დადებითი და უარყოფითი დასკვნების რაოდენობა. 2. ობიექტების საქმიანობა, რომლებზეც გაიცა გარემოსდაცვითი ნებართვა. 3. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანო: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.     მუხლი 43🔗. საერთაშორისო თანამშრომლობა და სახელმწიფოთაშორისი ეკოლოგიური პრობლემები 1. გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. 2. საერთაშორისო კონვენციები, რომელთაც შეუერთდა საქარ­თველო. 3. საერთაშორისო კონვენციები, რომლებთანაც მიმდინარეობს შეერთების მოსამზადებელი სამუშაოები. 4. ქვეყნები, რომლებთანაც საქართველო მჭიდროდ თანამ­შრომლობს გარემოსდაცვით სფეროში; განხორციელებული ღონისძიებები. 5. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები; ბ) მეცნიერებათა აკადემია.     მუხლი 44🔗. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში 1. ქვეყნის გრძელვადიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის მეც­ნიერული წინამძღვრები. 2. მდგრადი განვითარების კონცეფციის ძირითადი სოციალურ-პოლიტიკური, ორგანიზაციული, ფინანსურ-სამეურნეო და მეთო­დოლოგიური პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას რეგიონალურ და ეროვნულ დონეებზე. 3. დამტკიცებული მიზნობრივი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრამები, განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგები, რომლებიც მიმართული არიან ეკოლოგიური წონას­წორობის შესანარჩუნებლად და კონკრეტული გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად. 4. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი და არასაბიუჯეტო სახსრების ათვისების მდგომარეობა. 5. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ბ) ფინანსთა სამინისტრო; გ) ეკონომიკის სამინისტრო; დ) მეცნიერებათა აკადემია; ე) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.     მუხლი 45🔗. გარემოსდაცვითი განათლება და ინფორმაციულ-საგანმანათლებლო საქმიანობა 1. გარემოსდაცვითი განათლების სფეროში ძირითადი მიმართულებები, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამები, განხორციელებული ღონისძიებები. 2. გარემოს დაცვის სფეროში ინფორმაციულ-საგანმანათლებლო საქმიანობა და ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი და ათვისებული თანხები. 3. გარემოსდაცვითი განათლების მდგომარეობა განათლების სამინისტროს სისტემაში. 4. ინფორმაციის მომწოდებელი სახელმწიფო ორგანოები: ა) განათლების სამინისტრო; ბ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; გ) მეცნიერებათა აკადემია.     მუხლი 46🔗. გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები 1. გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამ­შრომლობა. 2. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გარემოს დაცვის სფე­როში შესასრულებელი სამუშაოები. 3. საზოგადოების მონაწილეობა გარემოსდაცვითი საკითხების განხილვაში. 4. ინფორმაციის მიმწოდებელი სახელმწიფო ორგანო: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. კარი IV გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენა თავი VIII გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტატუსი     მუხლი 47🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტატუსი ეროვნული მოხსენება არის ოფიციალური სახელმწიფო დოკუ­მენტი, რომელიც ასახავს ქვეყანაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობას.     მუხლი 48🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის პასუხისმგებელი ორგანო 1. ეროვნული მოხსენების შედგენისათვის პასუხისმგებელი ორგანოა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 2. სახელმწიფო ორგანოები და სახელმწიფო იურიდიული პირები, რომლებიც მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას აწვდიან სამინისტროს, პასუხს აგებენ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.     მუხლი 49🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის პასუხისმგებელი საბჭო 1. მინისტრი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ადგენს ეროვ­ნული მოხსენების შედგენისათვის პასუხისმგებელი საბჭოს (შემდგომ – საბჭო) შემადგენლობას. 2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 7 წევრით: ა) მინისტრის მოადგილე; ბ) სამინისტროს წარმომადგენელი (კოორდინატორი); გ) სამინსტროს წარმომადგენელი (მდივანი); დ) აკადემიური დაწესებულების წარმომადგენელი; ე) არასამთავრობო დაწესებულების წარმომადგენელი; ვ) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი; ზ) სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. 3. საბჭოს უფლებამოსილების, მუშაობის რეგლამენტის შესახებ მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს.     მუხლი 50🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიწოდების ვადები 1. ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიწოდების ვადებს განსაზღვრავს სამინისტრო. 2. ინფორმაცია ეროვნული მოხსენების შესადგენად მიეწოდება საბჭოს.     მუხლი 51🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიწოდების წესი და ფორმა ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიწოდების წესსა და ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო.     მუხლი 52🔗. დამოუკიდებელ ექსპერტთა და ორგანიზაციათა მონაწილეობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაში 1. ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილეობის მიზნით, სამინისტრო იწვევს დამოუ კიდებელ ექსპერტებსა და ორგანიზაციებს. 2. გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ორგანიზაციების მოწვევის შესახებ იღებს მინისტრი.     მუხლი 53🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა და ორგანიზაციათა შერჩევის წესი 1. ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა და ორგანიზაციათა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით. 2. საკონკურსო პირობებსა და კონკურსის მოწყობის პრო­ცე­დურას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 3. დამოუკიდებელ ექსპერტებთან და ორგანიზაციებთან სამინისტრო აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოს კანონ­მდებლობის შესაბამისად.     მუხლი 54🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის პროცედურა ეროვნული მოხსენების შედგენის პროცედურა შედგება სამი ეტაპისაგან: ა) ინფორმაციის მოპოვება; ბ) ინფორმაციის გადამუშავება; გ) მოხსენების საბოლოო სახით ფორმირება.     მუხლი 55🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის პირველი ეტაპი 1. ეროვნული მოხსენების შედგენის პირველი ეტაპია ინფორ­მაციის მოპოვება. 2. პირველი ეტაპის ვადებსა და მასში მონაწილე სუბიექტებს განსაზღვრავს სამინისტრო. 3. ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და სახელმწიფო იურიდიული პირები ვალდებულნი არიან მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 თვისა უსასყიდლოდ მიაწოდონ სამინისტროს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.     მუხლი 56🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის მეორე ეტაპი 1. ეროვნული მოხსენების შედგენის მეორე ეტაპია ინფორმაციის გადამუშავება და ანალიზის ეტაპი. 2. მეორე ეტაპის ვადებსა და მასში მონაწილე სუბიექტებს განსაზღვრავს სამინისტრო.     მუხლი 57🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის დასკვნითი ეტაპი 1. ეროვნული მოხსენების შედგენის დასკვნითი ეტაპია ეროვნული მოხსენების პროექტის საბოლოო ფორმირება. 2. დასკვნითი ეტაპის ვადებს განსაზღვრავს სამინისტრო.     მუხლი 58🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის განხილვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ეროვნული მოხსენების პროექტი წარედგინება სამინისტროს გაფართოებულ საბჭოს დასკვნისათვის.     მუხლი 59🔗. საქართველოს პრეზიდენტისათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების წარდგენის ვადები და გამოქვეყნება 1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი და ეროვნული მოხსენების პროექტი თანხმდება დაინტერესებულ უწყებებთან, სამინისტროებთან და წარედგინება დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს ყოველი წლის სექტემბერში. 2. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება და ეროვნული მოხსენების სრული ტექსტი ექვემდებარება აუცილებელ გამოქვეყნებას. თავი IX გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა     მუხლი 60🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სკოლამდელი და დაწყებითი სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესე­ბულე­ბებისათვის გამიზნული სპეციალიზებული ვერსიის შედგენა, გამოქვეყნება და გავრცელება. 1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით იქმნება სპე­ციალური კომისია განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით ეროვნული მოხსენების სკოლამდელი და დაწყებითი სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებებისათვის გამიზნული სპეციალი­ზებული ვერსიის შესადგენად. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული მოხსენების ეგრეთ წოდებული „საბავშვო“ ვარიანტის მომზადებას, გამოქვეყნებასა და გავრცელებას.     მუხლი 61🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხ­სენების თარგმნა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გავრცელება 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული მოხსენების თარგმნას აფხაზურ ენაზე და მის გავრცელებას. 2. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვ­ნული მოხსენების თარგმნას უცხო ენაზე და მის გავრცელებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.     მუხლი 62🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესახებ საზოგადოებრიობის მიერ გამოთქმული ­მოსაზრებების გათვალისწინება და მონაცემთა ბაზის ფორმირება 1. ეროვნული მოხსენების შესახებ საზოგადოებრიობის მიერ გამოთ­ქმული მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით, სამინისტროში იქმნება მონაცემთა სპეციალიზირებული ბაზა. 2. საბჭო უზრუნველყოფს ამ მონაცემთა ბაზის წარმოებას. 3. ეროვნული მოხსენების შესახებ მოქალაქეთა წინადადებებს განიხილავს საბჭო.     მუხლი 63🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებაში არსებული ინფორმაციით სარგებლობა გარემოზე ზემოქ­მედების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მი­ღების პროცესში გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულოა ეროვნულ მოხსენებაში მოყვანილი ინფორმაციის გათვალისწინება. თავი X გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის პერიოდულობა, გამოქვეყნებისა და გავრცელების წესი     მუხლი 64🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის პერიოდულობა ეროვნული მოხსენება დგება ყოველწლიურად.     მუხლი 65🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნება და გავრცელება 1. ეროვნული მოხსენების სტამბური წესით ბეჭდვასა და გავრცელებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. 2. ეროვნული მოხსენების ოპტიმალურ ტირაჟს განსაზღვრავს სამინისტრო. 3. ეროვნული მოხსენება უსასყიდლოდ მიეწოდებათ სახელმწიფო ორგანოებსა და სახელმწიფო იურიდიულ პირებს. თავი XI გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებისა და გავრცელების დაფინანსების წესი     მუხლი 66🔗. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებისა და გავრცელების დაფინანსება 1. ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებაზე შეკვეთას გასცემს საქართველოს სახელმწიფო კანცელარია. თავი XII საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში     მუხლი 67🔗. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა ასახვა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში 1. გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელ­შეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალ­დებულებათა შესრულებასთან დაკავშირებულ მონაცემების ასახვა ეროვნულ მოხსენებაში სავალდებულოა. 2. საქართველოს მიერ ახალი საერთაშორისო ვალდებულებების აღების შემთხვევაში,მათში გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებული მონაცემების ასახვა ეროვნულ მოხსენებაში წარმოებს ავტომატურად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის გარეშე. თავი XIII პასუხისმგებლობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის მოთხოვნათა დარღვევისათვის     მუხლი 68🔗. პასუხისმგებლობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვ­ნული მოხსენების შედგენის წესის მოთხოვნათა დარ­ღვევისათვის ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. კარი V გარდამავალი ნაწილი თავი XIV გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები     მუხლი 69🔗. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა მიღებაც საჭიროა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით  მინისტრის ბრძანება „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენების შედგენისათვის პასუხისმგებელი საბჭოს დებულების თაობაზე.“  მინისტრის ბრძანება „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის პასუხისმგებელი საბჭოს შემადგენლობის თაობაზე.“  მინისტრის ბრძანება „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაში მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა და ორგანიზაციათა შესარჩევად კონკურსის მოწყობის წესის თაობაზე.  საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება „გარემოს მდგო­მარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სკოლამდელი და დაწყებითი სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებებისათვის გამიზნული სპეციალიზებული ვერსიის შედგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე“.