საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 28.08.1999
ძალის დაკარგვა 16.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №511
სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42(49), 02/09/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 13.07.2012
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Geo_Times;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 56.7pt 70.9pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №511
1999 წლის 28 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ
ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და გამოცხადებულია უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად. ამ მიმართებით საქართველოში მრავალი ღონისძიება განხორციელდა. სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ქალთა უფლებების უზრუნველყოფის მიზნით. შეიქმნა ქალთა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დამტკიცდა ქალთა განვითარების სამოქმედო გეგმა, შემუშავდა ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების ეროვნული პროგრამების პროექტები, რომლებშიც ქალთა ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების სპეციალური ღონისძიებებია გათვალისწინებული.
ქალთა უფლებების დაცვა უაღრესად აქტუალური პრობლემაა საერთაშორისო დონეზე და ჩვენთან, საქართველოში. „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციას“ საქართველო შეუერთდა 1994 წელს, ხოლო 1999 წელს საქართველოს პირველადი მოხსენება კონვენციის დებულებათა განხორციელების შესახებ განხილულ იქნა ქალთა დისკ
რიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში და დადებითი შეფასება დაიმსახურა. კომიტეტმა საქართველოს მოაწოდა თავისი დასკვნითი კომენტარები შემდგომი მუშაობის რეკომენდაციებით.
საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების, პეკინის სამოქმედო პლატფორმის განხორციელების, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციების განხორციელების მიზნით:
1. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს იმსჯელოს დროებითი სპეციალური ღონისძიებების შესახებ ქალთა პოზიციების გასაუმჯობესებლად გადაწყვეტილებათა მიღების დონეზე პოლიტიკურ წარმომადგენლობაში კვოტების ჩათვლით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ჯ. ხეცურიანი):
– უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის გენდერული ანალიზი და მის საფუძველზე შეიმუშაოს საკანონმდებლო წინადადებები ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისა და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;
– კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა მოწესრიგებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ქალთა პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაციის გამორიცხვას.
3. ქალთა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელმა კომისიამ (რ. ბერიძე) ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით:
– მონიტორინგი გაუწიოს მოქმედების ეროვნული გეგმის განხორციელებას, მოამზადოს რეკომენდაციები სამთავრობო სტრუქტურებისთვის ამ გეგმის განსახორციელებლად ჩასატარებელ სამუშაოთა შესახებ;
– მოამზადოს ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამწლიანი ეროვნული პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებს კრიზისული ცენტრების შექმნას, საკონსულტაციო სამსახურების გაფართოებას მსხვერპლი ქალებისათვის დახმარების გასაწევად, სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ქალებისათვის რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროგრამების შემუშავებას.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) და საქართველოს პროკურატურამ (ჯ. ბაბილაშვილი):
– ქვეყნის მასშტაბით აღრიცხონ და დაამუშაონ მონაცემები ქალთა წინააღმდეგ ძალადობის თითოეული შემთხვევის შესახებ;
– უზრუნველყონ ოჯახური კონფლიქტების აღრიცხვა, განახორციელონ პროფილაქტიკური ღონისძიებები ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და მათ აღმოსაფხვრელად.
5. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ (თ. გაზდელიანი) შეიმუშაოს ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გეგმა, რომელთა მიზანი იქნება ქალთა ეკონომიკური სტატუსის გაუმჯობესება მათი მომზადებისა და გადამზადების გზით, ქალთა მონაწილეობისათვის ხელშეწყობა ეროვნული ეკონომიკის ყველა სფეროში.
6. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე):
– ჩაატაროს ქალების დასაქმებისათვის ჯანმრთელობის აუცილებელი სტანდარტების ანალიზი და გამორიცხოს ამ სტანდარტებით ქალთა ირიბი ან პირდაპირი დისკრიმინაციის შესაძლებლობა შრომის ბაზარზე;
– შეიმუშაოს და განახორციელოს ღონისძიებათა ფართო სისტემა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის და აბორტების მაღალი მაჩვენებლების წინააღმდეგ ბრძოლის, ქალებისათვის აუცილებელი სამედიცინო სამსახურის გაწევის, კონტრაცეპტივების პოპულარიზაციისა და გავრცელების მიზნით;
– სადაზღვევო სისტემაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს პაციენტი ქალების საავადმყოფოებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის უზრუნველყოფას.
7. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) ჩაატაროს სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზი სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად, ცხოვრების ყველა სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის დამკვიდრების მიზნით.
8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მოლაპარაკებების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის მონაწილეობას.
9. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე) შეიმუშაოს დახმარების სპეციალური პროგრამა ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ქალებისათვის.
10. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა):
– პროგრამებში, რომლებიც ეხება სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარებას, გაითვალისწინოს ამ დარგში მომუშავე ქალთა დახმარების ღონისძიებები;
– განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს დამტკიცებული პროგრამების განხორციელების პროცესში ქალთა მონაწილეობის საკითხს.
11. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ბერიძე) თავის ყოველწლიურ ანგარიშში სპეციალურად დაამუშაოს სტატისტიკური მონაცემები გენდერულ ჭრილში.
12. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებულმა სოციალური მართვისა და ინფორმაციის ცენტრმა (ზ. ჯიბლაძე) გამოსცეს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია, პეკინის სამოქმედო პლაფტორმა და გაავრცელოს როგორც მთლიანად საზოგადოებაში, ისე საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში.
13. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) 2000 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა დოკუმენტების გამოსაცემი ხარჯები.
14. ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნითი კომენტარები გამოქვეყნდეს პრესაში ამ ბრძანებულების გამოქვეყნებისთანავე.
15. ეს ბრძანებულება გადაეგზავნოს გასაცნობად სამინისტროებს, სამთავრობო სტრუქტურებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.
16. ამ ბრძანებულების შესრულების კოორდინაცია და კონტროლი განახორციელოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში რ. ბერიძემ.
ე. შევარდნაძე