ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, საერთაშორისო პოზიციების გაძლიერების საქმეში კოსმოსური ტექნოლოგიების დარგში საქართველოს მიღწევების გამოყენებისა და აღნიშნული დარგის შემდგომი განვითარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №587
1999 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, საერთაშორისო პოზიციების გაძლიერების საქმეში კოსმოსური ტექნოლოგიების დარგში საქართველოს მიღწევების გამოყენებისა და აღნიშნული დარგის შემდგომი განვითარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
ქვეყანაში მსოფლიო პრიორიტეტული და მაღალტექნოლოგიური კოსმოსური და მიწისზედა სპეციალურ ი ტექნიკის შექმნის სამეცნიერო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგის მიღწევების გამოყენებით ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, სხვადსხვა ქვეყნების და საერთაშორისო კოსმოსურ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფისა და აღნიშნული დარგის შემდგომი გა ნ ვითარების, მისი საქმიანობის კოორდინაციის გაძლიერებისა და სრულყოფის მიზნით:
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კოსმიურ ნაგებობათა ინსტიტუტისა და ამ ინსტიტუტთან არსებული საქართველოს სამხედრო ძალების სახელმწიფო საინჟინრო ცენტრის ბაზაზე საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში შეიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრი.
2. საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი გამოყვანილ იქნეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დაქვემდებარებიდან და შეყვანილ იქნეს საქართველოს სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრის შემადგენლობაში.
3. საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტთან არსებული საქართველოს სამხედრო ძალების სახელმწიფო საინჟინრო ცენტრი რეორგანიზებულ იქნეს სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციების დეპარტამენტად და იგი შეყვანილ იქნეს საქართველოს სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრის შემადგენლობაში.
4. საქართველოს სპეციალურ საინჟინრო სახელმწიფო ცენტრთან ქვეყნის სამხედრო ძალების ერთიანი საინჟინრო უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საუწყებათაშორისო საკოორდინაციო მუდმივი სამეცნიერო-ტექნიკური კომისია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმ წი ფო საზღვრის დაცვის სახელმ წი ფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმ წი ფო სპეციალური დაცვის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქარ თ ველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ჰიდრომეტეო რო ლოგიის დეპარტამენტის, შპს საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელთა შემადგენლობით.
5. დაინიშნოს საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი ელგუჯა მეძმარიაშვილი საქართველოს სპეციალურ ი საინჟინრო სახელმწიფო ცენტრის გენერალურ დირექტორად და გენერალურ კონსტრუქტორად. დაევალოს მას ერთ თვეში წარამოადგინოს დასამტკიცებლად ცენტრის დებულება.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ( დ. ონოფრიშვილი ) საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოოდ ფორმირებისას საქართველოს სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრისათვის ცალკე სტრიქონით გაითვალისწინოს საბიუჯეტო ასიგნებები იმ ფარგლებში, რომლებიც ადრე განესაზღვრებოდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნიკის დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტს.
7. საქართველოს სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრი ტერიტორიულად განლაგდეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
8. საქართველოს სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრის შემადგენლობაში შეიქმნას საქართველოს სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტი.
საქართველოს სპეციალურმა საინჟინრო სახელმწიფო ცენტრმა (ე. მეძმარიაშვილი) საქართველოს განათლების სამინისტროსთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მოამზადოს და მიმდინარე წლის ბოლომდე განსახილველად წარმოადგინოს წინადადებები ზემოაღნიშნული ინსტიტუტის სტატუსის და სტრუქტურის შესახებ.
9. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) საქართველოს სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრთან ერთად უზრუნველყოს სამხედრო დანიშნულების ახალი საინჟინრო ტექნიკის სადემოსტრაციო, საცდელ-სასწავლო პოლიგონის მოწყობა და აღნიშნულ პოლიგონზე მიმდინარე წლის ნოემბერში ქვეყნის დაინტერსებული უწყებების მონაწილეობით და ახალი საინჟინრო სამხედრო ტექნიკის გამოყენებით საჩვენებელი საველე სწავლების გამართვა.
10. საქართველოს სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენრის ნაკეთობების სახელმწიფო და საქარხნო გამოცდების მოწყობის საბაზო საწარმოდ განისაზღვროს თბილისის სახელმწიფო საავიაციო გაერთიანება.
თბილისის სახელმწიფო საავიაციო გაერთიანებამ (პ. თორდია) ზემოაღნიშნული გამოცდების მოსაწყობად გამოყოს სპეციალური უბანი.
11. საქართველოს ფოსტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრომ (ს. ესაკია) მოამზადოს და გამოსცეს საფოსტო მარკა „ქართული კოსმოსური რეფლექტორი.“
12. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ (ა. თავთხელიძე) თავის სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში გამოკვეთოს და აამოქმედოს კოსმოსური ტექნოლოგიების სამეცნიერო მიმართულება და უზრუნველყოს ამ დარგში მიღწეული შედეგების შერწყმა და გამოყენება ქვეყნის ერთიან სამეცნიერო-ტექნიკურ პრობლემატიკაში.
13. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ. ქუთათელაძე) კოსმოსური ტექნოლოგიების დარგში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების გათვალისწინებით შეიმუშაოს და განახორციელოს აღნიშნულ დარგში სამეცნიერო სიახლეების, სტრატეგიული პროგრამების, სპეციალური ნაკეთობების შექმნის, აგრეთვე, სამეცნიერო-ტექნიკურ ი პოტენციალის დაცვის და უსაფრთხოების ღონისძიებათა კომპლექსური გეგმა.
14. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი. ანდრიაძე) ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრი სამთავრობო სატელეფონო კავშირით.
ე. შევარდნაძე