საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1962-1995 წლებში მიღებულ ზოგიერთ დადგენილებათა ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №647
1999 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ მინიტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინიტრთა კაბინეტის 1962-1995 წლებში მიღებულ ზოგიერთ დადგენილებათა ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ
საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1962-1995 წლებში მიღებული დადგენილებების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებები თანდართული ნუსხის შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1962-1995 წლებში მიღებულ ზოგიერთ ძალადაკარგულ დადგენილებათა
ნუსხა
1. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1962 წლის 31 ოქტომბრის №758 დადგენილება „პურის სახელმწიფო რესურსების ხარჯვაში წესრიგის დამყარების შესახებ“.
2. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს და საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის 1987 წლის 9 აპრილის №195 დადგენილება „რესპუბლიკის საბჭოთა და საზოგადოებრივი ორგანოების აპარატის პასუხისმგებელ მუშაკთა ატესტაციის შემოღების შესახებ“.
3. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 15 აპრილის №198 დადგენილება „ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის შესახებ“ სსრ კავშირის კანონის მოთხოვნების რეალიზაციის ღონისძიებათა შესახებ“.
4. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 5 მაისის №247 დადგენილება „პურის სახელმწიფო რესურსების ხარჯვაში წესრიგის დამყარების შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1962 წლის 31 ოქტომბრის №758 დადგენილების ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე“.
5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლსი 12 მაისის №246 დადგენილება „რესპუბლიკის საბჭოთა ორგანოების ხელმძღვანელ მუშაკთა ატესტაციის ჩამტარებელი კომისიების შექმნის შესახებ“.
6. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 14 მაისის №253 დადგენილება „1987 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმის შესრულების შედეგებისა და წლის პირველი ნახევრის წარმატებით დამთავრების ამოცანების შესახებ.
7. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 19 მაისის №301 დადგენილება „საქართველოს სს რესპუბლიკაში საკოლმეურნეო ბაზრების მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“.
8. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 26 მაისის №270 დადგენილება „თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომებთან სამეურნეო ანგარიშიანი საკონსულტაციო ორგანიზაცია „ფინანსების“ შექმნის ექსპერიმენტის განხორციელების შესახებ“.
9. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 სექტემბრის №888 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“.
10. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 სექტემბრის №892 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების დროებითი ტიპობრივი დებულების შესახებ“.
11. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 აპრილის №334 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დროებით დებულებაში ცვლილებათა შეტანის შესახებ“.
12. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 21 იანვრის №46 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დროებით დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე“.
13. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 2 ივნისის №297 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 სექტემბრის №888 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკაში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგებების შესახებ დროებით დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე“.
14. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 5 ოქტომბრის №619 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგებების შესახებ დროებით დებულებაში ცვლილებათა შეტანის შესახებ“.