,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№187
სარეგისტრაციო კოდი
190.010.000.11.117.006.427
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 02/04/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.11.117.006.427

 საქართველოს ფინანსთა

სამინისტრო ბრძანება №187

2004 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შემდეგი ბრძანებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1997 წლის 8 აგვისტოს №192 ბრძანება „აქციზური მარკების შემოღებამდე თამბაქოს ნაწარმის შემოტანის დროებითი წესის გაგრძელების შესახებ”;

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 2 ივნისის №139 ბრძანება „აქციზური მარკების ბეჭდვასა და მიწოდების თაობაზე ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის შესახებ”;

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 16 მარტის №68 ბრძანება „ნავთობპროდუქტების დაბეგვრის შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ”;

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 10 აპრილის №93 ბრძანება „გრანტებით შემოტანილი ნავთობპროდუქტების საბაჟო გაფორმების შესახებ”;

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის 1999 წლის 25 თებერვლის №52/41 ერთობლივი ბრძანება „აქციზური მარკების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოებზე გადაცემის თაობაზე”;

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 მარტის №58/42 ერთობლივი ბრძანება „დროებითი აქციზური მარკების დამზადების, გაცემისა და აქციზური საქონლის ნაშთების ნიშანდების წესის თაობაზე”;

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 19 აპრილის №87 ბრძანება „დროებითი აქციზური მარკების განადგურების შესახებ”;

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 30 აპრილის №99 ბრძანება „იმპორტული დაბალი ხარისხის თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების რეალიზაციის (გაცემის) შესახებ”;

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 27 მაისის №130 ბრძანება „შპს „სთრაიქის“ სახელზე გაცემული აქციზური მარკების შპს „ტაო+”-ზე გადაფორმების შესახებ”;

10. საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის 1999 წლის 28 სექტემბრის №233 ბრძანება „ლუდზე აქციზური მარკების შემოღების შ ე სახებ”;

11. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის 1999 წლის 12 ნოემბრის №243/272 ერთობლივი ბრძანება „საბითუმო საცალო ქსელის საწარმოებში მარკირებას დაქვემდებარებული ლუდის ნაშთებზე აქციზური მარკების გაცემისა და მარკირების შესახებ”;

12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 16 ნოემბრის №245 ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბითუმო საცალო ქსელის საწარმოებში მარკირებას დაქვემდებარებული ლუდის ნაშთებზე აქციზური მარკების გაცემისა და მარკირების შესახებ”;

13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 27 დეკემბრის №259 ბრძანება „ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების რეალიზაციის (გაცემის) შესახებ”;

14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 29 დეკემბრის №262 ბრძანება „ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ადგილობრივი წარმოების ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკების გაცემის შესახებ”;

15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 4 იანვრის №1 ბრძანება „ლუდისათვის განკუთვნილი უნომრო აქციზური მარკების გამოუყენებლად ცნობისა და განადგურების შესახებ”;

16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 1 თებერვლის №12 ბრძანება „ადგილობრივი ალკოჰოლური ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების რეალიზაციის (გაცემის) შესახებ”;

17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 11 თებერვლის №15 ბრძანება „დროებითი აქციზური მარკებით ნიშანდებული ალკოჰოლიანი სასმელებით ხელმეორედ ნიშანდების შესახებ”;

18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 27 ივნისის №193 ბრძანება „ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიწოდების აღრიცხვის და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ”;

19. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 27 თებერვლის №92 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

20. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 იანვრის №39 ბრძანება „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე”“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.03.2004.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე”“?
„,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე”“ მიღებულია 25.03.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №187. სარეგისტრაციო კოდი — 190.010.000.11.117.006.427.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე”“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 3 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე”“, №187, 25.03.2004, სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.11.117.006.427 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57826/