„საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1395
სარეგისტრაციო კოდი
020.090.000.22.033.009.566
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 155, 17/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 25 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (24)

სახელმწიფო მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.090.000.22.033.009.566

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1395

2006 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

1. „ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 22 აპრილის №102 ბრძანება;

2. „სოციალური გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 3 აგვისტოს №202 ბრძანება;

3. შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 12 ივლისის №163 ბრძანება;

4. ბაზრის ორგანიზებისათვის ერთიანი ფიქსირებული კომბინირებული გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის“ თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 3 ივნისის №284 ბრძანება (სსმ III, 2003წ., №56, მუხ.490);

5. „პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 29 ივლისის №383 ბრძანება (სსმ III, 2003წ., №86, მუხ.749);

6. „ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 29 ივლისის №384 ბრძანება (სსმ III, 2003წ., №86, მუხ.750);

7. „საწარმოთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 22 მაისის №85 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №47, მუხ.436);

8. „მოგების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 მაისის №90 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №52, მუხ.489);

9. „საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 მაისის №89 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №51, მუხ.482);

10. „თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის სრულყოფის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 6 ივნისის №96 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №53, მუხ.492);

11. „ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 19 ივნისის №105 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №56, მუხ.526);

12. „სასაქონლო ზედნადების შემოღების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 9 ოქტომბრის №362 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №93, მუხ.805);

13. „საქართველოს საგადასახდო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციის (შტატების შემცირებით) განხორციელებისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 19 ოქტომბრის №391 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №97, მუხ.829);

14. „ახალი ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სარეგისტრაციო სერ ტ იფიკატის შემოღების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 30 ოქტომბრის №444 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №102, მუხ.863);

15. „საგადასახადო და საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთაში საგადასახადო, საბაჟო ორგანოებისა და საგანგებო ლეგიონის ურთიერთმოქმედების შესახებ“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 18 დეკემბრის №532 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №123, მუხ.1000);

16. „მსოფლიო ბანკის სესხებით დაფინანსებული პროექტების განმახორციელებელი ერთეულების მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 21 ივნისის №468 ბრძანება (სსმ III, 2001წ., №66, მუხ.482);

17. ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების გამოანგარიშებისა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ჩარიცხვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 2 ივლისის №553 ბრძანება (სსმ III, 2001წ., №71, მუხ.512);

18. „კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოთა დღგ-ისა და აქციზის სახით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესის შესახებ ინსტრუქციის“ თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 11 ივლისის №568 ბრძანება (სსმ III, 2001წ., №77, მუხ.1551);

19. „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე ქალების ორსულობისა და საშვებულებო დახმარების შესახებ“ საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 20 სექტემბრის №707 ბრძანება (სსმ III, 2001წ., №104, მუხ.755);

20. „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ოფიცერთა ატესტაციის გავლის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 12 მარტის №139 ბრძანება (სსმ III, 2002წ., №26, მუხ.217);

21. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების, უიმედო ვალად აღიარების და მისი ჩამოწერის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 10 ივნისის №389 ბრძანება (სსმ III, 2004წ., №62, მუხ.539);

22. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 30 აგვისტოს №271 ბრძანება (სსმ III, 2002წ., №88, მუხ.798);

23. „საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის 1999 წლის 1 იანვრამდე გადავადებული 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტში ვადაგადაცილებული ძირითადი დავალიანების დაფარვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1997 წლის 7 ივლისის №168 ბრძანება;

24. „აქციზების გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1997 წლის 13 ოქტომბრის №240 ბრძანება;

25. „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1997 წლის 16 ოქტომბრის №242 ბრძანება;

26. „ინდივიდუალური საწარმოებისათვის (მეწარმეთათვის) პრეზუმფციული გადასახადის (ერთიანი მინიმალური მიმდინარე გადასახდელი) გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 17 ივნისის №158 ბრძანება;

27. „საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის შესახებ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 13 ივლისის №180 ბრძანება;

28. „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის – ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის საქართველოში რეალიზაციის და განადგურების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 19 ნოემბრის №246/285/224 ერთობლივი ბრძანება (სსმ III, 1999წ., №66 (73), მუხ.1031);

29. „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების აკუმულირებისა და მისი განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 24 დეკემბრის №258 ბრძანება (სსმ III, 1999წ., №70 (77), მუხ.1081);

30. „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს №249 ბრძანება(სსმ III, 2002წ., №81, მუხ.744);

31. „ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 20 სექტემბრის №297 ბრძანება (სსმ III, 2002წ., №93, მუხ.826);

32. „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე აღნიშნული ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 3 აპრილის №170 ბრძანება (სსმ III, 2003წ., №31 მუხ.247);

33. „საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 13 მარტის №66 ბრძანება;

34. „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განსაზღვრული სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №707 ბრძანება (სსმ III, 2004წ., №130, მუხ.1154);

35. „საქართველოს კუთვნილი საზღვარგარეთ მცურავი გემების ეკიპაჟებისათვის სადღეღამისო ანაზღაურების ნორმების დაწესების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 7 აპრილის №83 ბრძანება;

36. „საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის შესახებ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 13 ივლისის №180 ბრძანება;

37. „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის, საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 28 იანვრის №24/17/23 ბრძანება (სსმ III, 1999წ., №3(10), მუხ.57);

38. „ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 23 იანვრის №12 ბრძანება (სსმ III, 2001წ., №9, მუხ.85).

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”?
„საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” მიღებულია 13.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1395. სარეგისტრაციო კოდი — 020.090.000.22.033.009.566.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 25 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”, №1395, 13.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 020.090.000.22.033.009.566 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/67642/