ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.020.020.11.117.004.615
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №12
2001 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. განესაზღვროთ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმატივები საგადასახადო წლის განმავლობაში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების შესაბამისად არა უმეტეს 0,05 პროცენტისა, დღგ-ის გარეშე.
2. დაწესდეს, რომ წარმომადგენლობითი ხარჯების ხარჯთა ნუსხებს ამტკიცებენ საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ამ მიზნით გაწეული ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი აპარატების მუშაკთა შესანახი ხარჯთა ნუსხების ფარგლებში.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, ორგანიზაციებში და სახაზინო საწარმოებში წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1996 წლის 16 მაისის №7/4 დადგენილება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.11.2006.
- როდის იქნა მიღებული „ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ“?
- „ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ“ მიღებულია 23.01.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 040020020.11.117.004615.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.11.2006-დან.
- სად არის „ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ“, №12, 23.01.2001, სარეგისტრაციო კოდი 040020020.11.117.004615 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1350270/