საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე ქალების ორსულობისა და საშვებულებო დახმარებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2001 ძალადაკარგული 13.11.2006
ნომერი
№707
სარეგისტრაციო კოდი
200250000.11.114.004978
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 104, 02/10/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.981

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 

ბრძანება №707

2001 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე ქალების ორსულობისა და საშვებულებო დახმარებების შესახებ

„ზოგიერთი სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 სექტემბრის №352 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალთა ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის შვებულებასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე ქალთა მატერიალური დახმარების მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე ქალებზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდში (მშობიარობამდე სამოცდაათი კალენდარული დღის ხანგრძლივობით და მშობიარობით შემდეგ ორმოცდათექვსმეტი კალენდარული დღის ოდენობით) საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ 2000 წლის 31 ივლისის №141 ბრძანებით დადგენილი ყოველთვიური პრემიის ნაცვლად სპეციალური სახსრების ფონდიდან გაიცეს დახმარება ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილი ოდენობით თანამდებობათა მიხედვით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ძნელაძე