ახალი ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სარეგისტრაციო სერტიფიკატის შემოღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.10.2000 ძალადაკარგული 13.11.2006
ნომერი
№444
სარეგისტრაციო კოდი
000000200.01(2).004.000487
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 102, 02/11/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

 200.012.004.487

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №444

2000 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ახალი ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სარეგისტრაციო სერტიფიკატის შემოღების თაობაზე

“საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონის შესაბამისად დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარი 3000 ლარი იცვლება 24000 ლარით. 2000 წლის 1 სექტემბრიდან მოქმედებაში შედის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სარეგისტრაციო სერტიფიკატის ახალი ფორმები. აღნიშნულთან დაკავშირებით ვბრძანებ:

1. “საქართველოს საგადასახადო კოდექსის” 94-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად დამტკიცდეს ახალი ნიმუშის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ის გადამხდელის სერტიფიკატი №1 და №2 დანართების შესაბამისად. ამავე თარიღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 16 ოქტომბრის №242 ბრძანებით დამტკიცებული “დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” ინსტრუქციის №3 და №5 დანართები.

2. საგადასახადო ინსპექციებმა უზრუნველყონ:

ა. გადამხდელთა  ინფორმირება დღგ-ის გადამხდელის სავალდებულო სარეგისტრაციო ზღვარის შეცვლასთან დაკავშირებით დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გადასინჯვისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ახალი ფორმის შემოღების თაობაზე;

ბ. გადამხდელისაგან ძველი ნიმუშის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სარეგისტრაციო სერტიფიკატების ამოღება და საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტში წარდგენა;

გ. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებზე დღგ-ის გადამხდელის სერტიფიკატისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ახალი ფორმების გაცემა;

დ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გადამხდელებზე გაცემის აღრიცხვის წარმოება დანართი №3 ფორმის რეესტრის შესაბამისად;

ე. გადამხდელებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაიცემა საშუალოდ თვენახევრის მარაგის ოდენობით.

3. დღგ-ს გადამხდელებთან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვა განხორციელდეს დანართი №4 ფორმის რეესტრის შესაბამისად.

4. საგადასახადო ინსპექციებმა ყურადღება გაამახვილონ იმ ფაქტზე, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა პირებმა, რომელთა რეგისტრაციიდან გასულია 2 წელი და ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მათ მიერ განსახორციელებელი დასაბეგრი ბრუნვის თანხა არ აღემატება 24000 ლარს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ საგადასახადო ინსპექციებს მათი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

5. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველომ უზრუნველყოს სარეგისტრაციო სერტიფიკატებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ახალი ნიმუშების დაბეჭდვის ორგანიზება.

6. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დააწესოს სათანადო კონტროლი საგადასახადო ინსპექციების მიერ ახალი ნიმუშის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გადამხდელებზე გაცემისა და ძველი ნიმუშის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების  ამოღების მდგომარეობაზე.

7. საგადასახადო ინსპექციებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისას საგადასახადო კოდექსის იმ მოთხოვნას, რომ ნებაყოფლობითი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს, მიუხედავად მისი ოდენობისა,  ხოლო პირის მიერ მიწოდებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად 24000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შეძენის ან/და იმპორტირების შემთხვევაში პირი ვალდებულია მიწოდების განხორციელებამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება გადამხდელად რეგისტრირებისათვის.  

8. საგადასახადო დეპარტამენტმა (მ. ჩიკვილაძე) უზრუნველყოს:

ა. საგადასახადო ინსპექციებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სერტიფიკატების გაცემის ორგანიზება;

ბ. განახორციელოს დღგ-ის დეკლარაციებში ასახული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის (ანაზღაურების) სისწორის კონტროლი.

9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მოადგილეს ნ. ულუმბერაშვილს.

მ. მაჭავარიანი

დანართი №1

 

 

 

დანართი №2

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს

საგადასახადო დეპარტამენტი

დამატებული ღირებულების გადასახადის

გადამხდელის სარეგისტრაციო

 

სერტიფიკატი

ამ სერტიფიკატით დასტურდება, რომ

დასახელება ___________________________________________________________________

                                                        (გვარი, სახელი)               

 

მისამართი_____________________________________________________________________

(ქალაქი, რაიონი)

______________________________________________________________________________

                                                       (ქუჩა, ნომერი)

 

 

გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რეგისტრირებულია საგადასახადო ინსპექციის მიერ, როგორც დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი, იგი უფლებამოსილია გადაახდევინოს მომხმარებელს დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისად გასცეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

 

ძალაშია 200 წ. “______” ____________________

 

_______________________________________________________________________________

 (რაიონის, ქალაქის)

 

 

საგადასახადო ინსპექ ც იის უფროსი________________________________________________

 (გვარი, სახელი)

 

შევსების თარიღი “_____” ______________ 200 წ.

ბ.ა

დანართი №3

 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გადამხდელებზე გაცემის  რეესტრი

გაცემის თარიღი

ანგარიშ-ფაქტურების სერია

ანგარიშ-ფაქტურების ნომერი (-დან

-ის ჩათვლით)

ანგარიშ-ფაქტურების რაოდენობა

ანგარიშ-ფაქტურების     ღირებულება

ანგარიშ-ფაქტურების გამცემის ხელმოწერა

საწარმოს დასახელება

მინდობილო-ბის ნომერი და თარიღი

ანგარიშ-ფაქტურების მიმღების სახელი და გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი

ანგარიშ-ფაქტურების მიმღების ხელმოწერა

1.

 2.

  3.

  4

   5

 6

 7

  8

  9

 10

  11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №4

საწარმოს დასახელება                                                                                საიდენტიფიკაციო ნომერი ___ ___ ___ ___ ___ ___ ___

 

დასაბეგრ ოპერაციებსა და შეძენილ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურეობაზე) გამოწერილი საგადასახადო

ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი

შეძენილ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე)

გამოწერილი საგადასახადო (მ.შ. კორექტირების)

ანგარიშ-ფაქტურის

დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი საგადასახადო (მ.შ. კორექტირების)

ანგარიშ-ფაქტურის

სერია

ნომერი

გამოწერის თარიღი

გამყიდველის

განაღდების

თარიღი

 

დღგ-ის თანხა

სერია

ნომერი

გამოწერის  თარიღი

მყიდველის

განაღდების თარიღი

 

დღგ-ის თანხა

მყიდველის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი

დასახელება

საიდენტ.

ნომერი

დასახელება

საიდენტ.

ნომერი