„ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.12.117.005.446
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №249
2002 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
„ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულების შესაბამისად, ასევე საქართველოს 2002 წლის 10 მაისის №1399_IIს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
დამტკიცდეს დებულება „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და ტამბაქოს ნაწარმის აქციზური მაკრებით ნიშანდების შესახებ“.
მ. გოგიაშვილი
დებულება „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ
1. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე დებულება შემუშავებულია „საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს ამ საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდების წესებს. მისი შესრულება სავალდებულოა აღნიშნული საქონლის ყველა მწარმოებლისა და იმპორტიორისათვის.
2. აქციზური მარკების ნიშანდების წესები და მოთხოვნები
1. აქციზური საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდება ხორციელდება აქციზური მარკების დაწებების მეშვეობით ამ საქონელზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. აქციზურ საქონელზე აქციზური მარკის ნიშანდება განხორციელებულ უნდა იქნეს ისეთი სახით და იმდაგვარად, რომ აქციზური მარკის მოხსნამ და/ან საქონლის გამოყენებამ უნდა გამოიწვიოს აქციზური მარკის დაზიანება.
3. აქციზური მარკების დაწესებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი წებო, რომელიც საქონლიდან აქციზური მარკის დაზიანების გარეშე აძრობის საშუალებას არ იძლევა.
4. ა) თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდება ხორციელდება პოლიეთილენის საფარველის შიგნიდან (მისი არსებობის შემთხვევაში).
ბ) თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეფუთულია მუყაოს მაგარ კოლოფში, აქციზური მარკა ეწებება კოლოფის მარცხენა მხარეს, რომელიც მოიცავს მარცხენა გვერდით მხარეს, გახსნის ადგილს და კოლოფის უკანა მხარეს (დანართი №1, სურ. 6);
გ) თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეფუთულია ქაღალდის რბილ კოლოფში, აქციზური მარკა ეწებება ზემოდან შეფუთვის შუა ნაწილში იმგვარად, რომ მან მოიცვას კოლოფის სამი მხარე, მათ შორის კოლოფის გახსნის ნაწილი (დანართი №1, სურ. 7);
დ) თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეფუთულია „ასტრას” ტიპის სიგარეტის/პაპიროსის კოლოფში, აქციზური მარკა ეწებება კოლოფის წინა მხრიდან, გახსნის ადგილას (დანართი №1, სურ. 8 ა. ბ.);
ე) სიგარა და სიგარელა, რომელიც დაფასოებულია კოლოფში, აქციზური მარკა ეწებება კოლოფის გახსნის ადგილას პოლიეთილენის საფარველის შიგნიდან (მისი არსებობის შემთხვევაში);
ვ) სიგარა და სიგარელა, რომელიც დაფასოებულია ცალობით, აქციზური მარკა ეწებება პოლიეთილენის საფარველის შიგნიდან (მისი არსებობის შემთხვევაში);
ზ) ალკოჰოლიანი სასმელები, რომლებიც ჩამოსხმულია ბოთლებში, აქციზური მარკა ტარაზე ეწებება ზევიდან, მისი გახსნის ადგილას (თავსახურზე) რუსული ანბანის ასო „П”-ს ფორმით იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ მიეწებოს გახსნის ადგილს და ტარის გვერდებს (დანართი №1, სურ. 4);
თ) ალკოჰოლიანი სასმელები, რომელიც ჩამოსხმულია ლითონის ქილებში, აქციზური მარკა ეწებება ზევიდან გახსნის ადგილას და გვერდით მხარეებზე გადადის თანაბრად მარკის მთლიანი ფორმატის სიგრძით იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ მიეწებოს გახსნის ადგილს და ტარის გვერდებს (დანართი №1, სურ. 2);
ი) ალკოჰოლიანი სასმელები, რომლებიც ჩამოსხმულია „ტეტრა-პაკის“ ტიპის პაკეტებში, აქციზური მარკა ეწებება ზემოდან გახსნის ადგილას მთლიან სიგრძეზე და თანაბრად გადადის ორივე გვერდით მხარეზე იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ მიეწებოს გახსნის ადგილს და ტარის გვერდებს (დანართი №1, სურ. 5);
კ) ალკოჰოლიანი სასმელები, რომლებიც ჩამოსხმულია პლასტიკურ ჭიქებში, აქციზური მარკა ეწებება ზემოდან გახსნის ადგილას მთლიან სიგრძეზე და თანაბრად გადადის ორივე გვერდით მხარეზე იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ მიეწებოს გახსნის ადგილს და ტარის გვერდებს (დანართი №1, სურ. 1);
ლ) ალკოჰოლიანი სასმელები, რომლებიც ჩამოსხმულია ქილებში, აქციზური მარკა ეწებება ზემოდან გახსნის ადგილას მთლიან სიგრძეზე და თანაბრად გადადის ორივე გვერდით მხარეზე იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ მიეწებოს გახსნის ადგილს და ტარის გვერდებს (დანართი №1, სურ. 3).
5. ლუდი, რომელიც ჩამოსხმულია ბოთლებში, ქილაში და კასრში, აქციზური მარკა ეწებება გვერდიდან ან თავსახურზე (დანართი №1, სურ. 9).
6. საქონლის აქციზური მარკით ნიშანდება, რომლებსაც გააჩნიათ სხვა განსხვავებული სახის შეფუთვა, აღნიშნული სახის პროდუქციის მწარმოებელი და/ან იმპორტიორი ვალდებულია, წინასწარ აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ასეთ შემთხვევაში ნიშანდების წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ნიშანდების წესი უნდა ემყარებოდეს მარკების გამოყენების ზოგად წესს, რომლის თანახმადაც საქონლის გამოყენების (გახსნის) შემთხვევაში აქციზური მარკა უნდა დაზიანდეს გახსნის ადგილას.
3. პასუხისმგებლობა აქციზური საქონლის აქციზური მარკით ნიშანდებაზე
1. მეწარმე-სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას, ვალდებული არიან, დაიცვან ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. მეწარმე-სუბიექტები, რომლებიც არ შეასრულებენ ან არასრულად შეასრულებენ ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს, პასუხისმგებელი არიან თავის ქმედებებზე. მათ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.
3. ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდება, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე დებულებას, არ დაიშვება. ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდება, რომელიც ხორციელდება ამ დებულების მოთხოვნათა გადახრით და/ან დარღვევით, განიხილება როგორც არამარკირებული.
4. არამარკირებულად განიხილება აგრეთვე იმ მეწარმე-სუბიექტების მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც ნიშანდებულია სხვა მეწარმე-სუბიექტის კუთვნილი აქციზური მარკებით.
ალკოჰოლიანი სასმელებისათვის
![]()
![]()
![]()
![]()
პლასტიკური ჭიქა ლითონის ქილა
სურ.1 სურ.2
ქილა თავსახურით
სურ.3
ბოთლი
სურ.4
„ტეტრა პაკი“
|
თამბაქოს ნაწარმისათვის
მუყაოს მაგარი კოლოფი ქაღალდის რბილი კოლოფი
![]()
სურ.6 სურ.7
„ასტრას“ ტიპის სიგარეტის კოლოფი
ბ)
სურ.8
სურ. 9