გემების ბალასტური წყლების მართვის კონტროლის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.06.2001 ძალადაკარგული 25.03.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№227
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 14/06/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №227

2001 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

გემების ბალასტური წყლების მართვის კონტროლის შესახებ

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსული მცურავი საშუალებების მიერ ბალასტური წყლების შეცვლისას მავნე და პათოგენური ორგანიზმების შემოჭრის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წინადადება და ტანკერებმა, რომლებიც მოემართებიან საქართველოში, მოახდინონ იზოლირებული ბალასტური წყლების შეცვლა, „საქართველოს მეორე სანიტარიულ რაიონში“ (50 მილიანი ზონა) შემოსვლამდე, ნაპირიდან სულ ცოტა 25 საზღვაო მილის მოშორებითა და 100 მეტრი სიღრმის მქონე ტერიტორიაზე.

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე) და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) საზღვაო ორგანიზაციის A.868(20) რეზოლუციის – „გემების ბალასტური წყლების კონტროლის ხელმძღვანელობა და მისი მართვა მავნე და პათოგენური ორგანიზმების შემოჭრის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით“ – შესაბამისად 2001 წლის მესამე კვარტალის ბოლომდე გამოსცენ ერთობლივი ბრძანება „საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე.

3. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოთ საქარ-თველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციურ ინსპექციასა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციას მათი კომპეტენციის ფარგლებში.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გემების ბალასტური წყლების მართვის კონტროლის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.03.2015.
როდის იქნა მიღებული „გემების ბალასტური წყლების მართვის კონტროლის შესახებ“?
„გემების ბალასტური წყლების მართვის კონტროლის შესახებ“ მიღებულია 09.06.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №227. სარეგისტრაციო კოდი — 310.150.000.05.002.002..
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გემების ბალასტური წყლების მართვის კონტროლის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.03.2015-დან.
სად არის „გემების ბალასტური წყლების მართვის კონტროლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „გემების ბალასტური წყლების მართვის კონტროლის შესახებ“, №227, 09.06.2001, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/113632/