საქართველოში ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში გაზზე მომუშავე 300 მგვ თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.04.2000 ძალადაკარგული 18.08.2003
გამომცემი ორგანო
ნომერი
№121
სარეგისტრაციო კოდი
330.130.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 05/04/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №121

2000 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოში ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში გაზზე მომუშავე 300 მგვ თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში შექმნილი რთული ვითარების გამოსწორებისათვის, არსებული კრიზისული მდგომა­რეობის დაძლევისა და ქვეყნის ენერგეტიკული კომპლექსის შემდგომი სტაბი­ლური განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ენერგო­სისტემის განვითარების გენერალური სქემით გათვა-ლის­წინებული ბაზისური თბოელექტროსადგურების მშენებლობის პრო-ექ­ტების რეა­ლიზაციას.

ასეთი პროექტია ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში გაზზე მომუშავე 300 მგვ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა.

ქვეყნის ეკონომიკისა და მისი სტრატეგიული დარგის - ენერგე­ტიკის განვითარების საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, გურიაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის კ.გუჯაბიძის წინადადება, შეთანხმებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან,  ოზურგეთის რა­­ი­­ონ­ში სოფელ მერიაში გაზზე მომუშავე 300 მგვ თბოელექტ­რო­სადგურის მშენებ­ლობის შესახებ.

აღინიშნოს, რომ მშენებლობის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს საფინანსო და საბანკო გარანტიების გარეშე.

2. დადგინდეს, რომ თბოელექტროსადგურის მშენებლობის პრო­ექტს ახორციელებენ გერმანიის კომპანია „ACT  LTD“-ს წარმომად­გენელი საქართველოში „დაგითი“ და მენაშენე კომპანია სააქციო საზოგადოება „ჯიპპკო“.

3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ მშენებლობის ვადა განსაზღვ­რულია პროექტის რეალიზაციის დაწყებიდან 15 თვით.

4. პროექტის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით:

ა) პროექტი შემუშავდეს ევროპული სტანდარტების მიხედვით (გერმანული ნორმები);

ბ) თბოელექტროსადგურის მშენებლობისათვის ფირმა „დაგითს“ გამოეყოს საკუთრებაში მერიის სამხედრო  აეროდ­რომის მიმდებარე ტერიტორიიდან სახელმწიფო მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საცხოვ­რებლად უვარგისი მიწის ნაკვეთი 160 ჰა ოდენობით, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად 200 (ორასი) ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით.

5. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ (ა. გოცი­რიძე) სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აღმოუჩინოს დახმარება მენაშენეს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა შესრულებაში.

6. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის  სამინისტრომ (მ.ჩხენკელი), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოაწყოს 300 მგვ თბოე­ლექტროსადგურის მშენებლობის პროექტის სახელმწიფო კომპლექ­სური ექსპერტიზა მისი შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით.

7. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ.მირცხუ-ლავა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თბოსად­გურის მენაშე­ნეს მისცეს ენერგოსისტემაში განთავსების ლიცენზია.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ჯ.ხეცურიანი), ეკო­ნომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა), ვაჭრობისა და საგარეო-ეკონო­მიკური ურთიერთობების სამინისტრომ (თ. ბერუჩაშვილი), სათბობ-ენე­რ­გეტიკის სამინისტრომ სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აღმოუჩინონ დახმარება მენაშენეს ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ხელშეკრულებების გაფორმებაში.

9. ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვ­ნულ კომისიას (ე. ერისთავი) ოზურგეთის რაიონში თბოელექტ­როსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული ინვესტიციების ეფექ­ტი­ანობის უზრუნველსაყოფად დაადგინოს თბოელექტროსადგურში წარმოებული ელექტროენერგიის გრძელვადიანი ტარიფი.

10. პროექტის, დაბანდებული აქტივების, ფირმის უძრავ-მოძრავი ქონების, ელექტროენერგიის, ტრანსპორტირების უსაფრთხოება უზრუნ­ველყოფილ იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხელშეკრულებები მენაშენესა და სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებს შორის გაფორმდეს 300 მგვ-იანი  თბოელექტროსადგურის მშენებ­ლო­ბის პროექტის სახელმწიფო ექსპერტიზისა და დამტკიცების შემდეგ.

11. თბოელექტროსადგურის დაპროექტებისა და მშენებლობის წარ­მარ­თვის კოორდინაცია დაევალოს საქართველოს ურბანიზაციისა  და მშენებლობის მინისტრს მ.ჩხენკელს.

12. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ი. ჩხარტიშვილმა.

ე. შევარდნაძე