,,უმუშევრის შემწეობის ოდენობისა და მისი გაცემის ვადის განსაზღვრის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.03.2005 ძალადაკარგული 18.06.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.000.182
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 23/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №48

2005 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

უმუშევრის შემწეობის ოდენობისა და მისი გაცემის ვადის განსაზღვრის თაობაზე

„დასაქმების შესახებ“საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ქვეპუნქტის შესასრულებლად უმუშევართა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით:

1. სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში“რეგისტრირებული უმუშევრის შემწეობა განისაზღვროს ყოველთვიურად 20 (ოცი) ლარის ოდენობით.

2. უმუშევრის შემწეობის გაცემა განხორციელდეს ექვსი თვის განმავლობაში იმ უმუშევრებისათვის, რომელთაც აქვთ შემწეობის მიღების უფლება „დასაქმების შესახებ“საქართველოს კანონითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

3. დადგენილება ამოქმედდეს „უმუშევართა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს № 352 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი