ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.08.2010 ძალადაკარგული 27.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.124.000545
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 02/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.124.000.545

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურა დანართის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 15 დეკემბრის №10 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გაამგეობის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ვ. წიქორიძეს.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე

დანართი №1

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურა

1. გამგებელი

2. გამგებლის მოადგილე

3. გამგებლის თანაშემწე

4. ადმინისტრაციული სამსახური:

ა) საერთო განყოფილება (კანცელარია)

5. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური:

ა) ბიუჯეტის დაგეგმვის, აღრიცხვისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;

ბ) ფინანსური აღრიცხვა–ანგარიშგების და ვალდებულებების მართვის განყოფილება.

6. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური:

ა) ეკონომიკის განყოფილება.

ბ) მშენებლობის, სივრცითი მოწყობის, გზებისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება.

7. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

8. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

9. სამხედრო სამსახური

10. სახანძრო-სამაშველო სამსახური

11. ტერიტორიული ორგანო.