ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.07.2010 ძალადაკარგული 25.10.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.139.000248
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 13/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.139.000.248

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 22

2010 წლის 26 ივლისი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, ადგენს:

1. განისაზღვროს ბორჯომის მუნიიპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილება ,,ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”.

3. №1 დანართის მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 8 ივლისიდან.

4. №1 დანართის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 5 ივლისიდან.

5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბ.ქურდაძე

დანართი №1

ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი

(ლარობით)

1.

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2.

გამგებელი

2360

3.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

4.

გამგებლის მოადგილე

900

5.

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

700

6.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

650

7.

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

500

8.

გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

 

450

9.

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული

 

400

10.

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

400