საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროს შორის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №250
2000 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროს შორის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით,დამტკიცდეს 2000 წლის 22 მარტის შეთანხმება „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროს შორის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათ ვ ის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე