დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.08.2010 ძალადაკარგული 04.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11-31
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.156.000511
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 01/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.156.000.511

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11-31

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“) ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტისა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 20 დეკემბრის №29 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

    მუხლი 1. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

1. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო ნუსხას და სამუშაოთა აღწერილობებს (ინსტრუქციებს) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;

გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;

დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;

ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქცია განათლების სფეროში

სამსახურის ფუნქციებს განათლების სფეროში განეკუთვნება:

ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობის კოორდინაცია;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 4. სამსახურის ფუნქცია კულტურის სფეროში

1. სამსახურის ფუნქციებს კულტურის სფეროში განეკუთვნება:

ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

გ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მუშაობის კოორდინაცია;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 6. სამსახურის ფუნქცია სპორტის სფეროში

1. სამსახურის ფუნქციებს სპორტის სფეროში განეკუთვნება:

ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების მუშაობის კოორდინაცია;

გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.