ჩატარების
ზოგადი
წესი

1. არჩევნები საკრებულოს სხდომაზე ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. საკრებულოს გადაწყვეტილებით არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების მეშვეობით.

2. თუ არჩევნებში
მონაწილეობდა
ერთი
ან ორი
კანდიდატი
და
მათგან
ვერც
ერთმა
ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა, ტარდება ხელახალი არჩევნები.
ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. თუ არჩევნებში
მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების
პირველ
ტურში
პირველ
ადგილზე
გავიდა
ორზე მეტი კანდიდატი,ტარდება ხელახალი
არჩევნები.
თუ არჩევნების
პირველ
ტურში
მეორე
ადგილზე
გავიდა
ორი
ან მეტი კანდიდატი,მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს.
თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნებ