მუხლი 105. გამგებლისთანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
თავი XIII — საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა
1. გამგებლის კანდიდატურას საკრებულოს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად. საკრებულო განიხილავს გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის შედეგებს და იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარისადმი თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
2. საკრებულოს მიერ საკრებულოს თავმჯდომარისადმი თანხმობის მიუცემლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია განმეორებით წარმოადგინოს იგივე კანდიდატურა. კანდიდატურის მეორეჯერ წარმოდგენის შემთხვევაში საკრებულოს მიერ საკრებულოს თავმჯდომარისადმი თანხმობის მიუცემლობის ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ იმავე კანდიდატურის ხელახლა არ წამოყენების შემთხვევაში ცხადდება ხელახალი კონკურსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართვეოს კანონის 31-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. გამგებლის თანამდბებობიდან განთავისუფლების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებაზე თანხმობის არ მიცემის შემთხვევაში ეს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განმეორებით შეიძლება დასმული იქნეს საკრებულოს მხოლოდ მომდევნო მორიგ სხდომაზ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების(რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 105, №11, 08.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.137.001891 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1140217/muxli-105/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია