1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდ ზე www.adigemi.ge და ადმინისტრაციული შენობის საინფორმაციო დაფაზე, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.
2. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე, ხოლო ადმინისტრაციული შენობის საინფორმაციო დაფაზე ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატსა და გამგეობის რწმუნებულებთან..
3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს ვებგვერდზე ასევე ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.
4. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება კანონით დადგენილ წესის შესაბამისად, ოფიციალურად ქვეყნდება, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge., ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, საკრებულოს ვებგვერდზე www.adigemi.ge, და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის საინფორმაციო დაფაზე.
5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე www.adigemi.ge და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის საინფორმაციო დაფაზე საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილ