„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.12.2010 ძალადაკარგული 13.03.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
140060000.35.103.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 70, 29/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2010 წლის 17 დეკ ემბერი

დ. მესტია

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

4. დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება წარმოდგენილი რედაქციით /თან ერთვის/.

5. დადგენილება გამოქვეყნდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.

6. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო

სამსახურის დებულება

მესტიის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „კანონის ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ’’ კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საქმიანობასა და უფლებამოსილებას.

სამსახურის შექმნის მიზანს წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხანძრებისა და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილება და მისი შედეგების ლიკვიდაცია.

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სამსახურის ცნება

 მესტიის სახანძრო სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.

 1. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, „საჯარო სამსახურის შესახებ’’, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ’’ და „ბუნებრივი ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

2. სახანძრო -სამაშველო სამსახური ანგარიშვალდებულია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან ერთად კოორდინაციას უწევს დაქვემდებარებულ დანაყოფში სამსახურის საქმიანობას.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახური’’ . სამსახურის ადგილსამყოფელია 3200 , დ. მესტია , სეტის მოედანი №4.

 

თავი II. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 2. სამსახურის ამოცანები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია ხანძრებისა და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება ადმინისტრაციული ტერიტორიული საზღვრებში.

 2. ხანძრებისა და საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ძალების და საშუალებების გამოყენებაზე ოპერატიული ხელმძღვანელობა.

 3. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება სახელმწიფო ხანძარ-საწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე.

 4. ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება, მათი ჩაქრობა, დაკისრებული საავარიო -სამაშველო სამუშაოების ჩატარება.

 5. ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების ჩატარება და აღრიცხვის ორგანიზაცია;

 6. სახანძრო დაცვის ზედამხედველობის გავრცელების სფეროში საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ’’ მე-11 მუხლით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

 7. სამაშველო ღონისძიებების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით მდინარეებზე, ზღვაზე და წყალსაცავებზე.

 8. დაქვემდებარებულ დანყოფებში სახანძრო ტექნიკისა და სამაშველო ტექ-შეიარაღების ექსპლუატაციის მდგომარეობის კონტროლი.

 9. სამსახურის დანაყოფების მუშაობის ანალიზი, წინადადებებისა და ღონისძიებების მომზადება პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისათვის;

 10. ხანძრის ჩაქრობაში და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიული მართვის განხორციელება.

 11. საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება და ამ მიზნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა.

 12. სახანძრო და სამოქალაქო უსსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობა სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან,

 13. უწყებების, წარმოება-დაწესებულებების და ორგანიზაციების ხელმძღვანელების, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციების ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე.

 14. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარუდგენს დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის ორგანიზაციისთვის საჭირო რიცხოვნობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად.

  თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი

    მუხლი 3

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

 2. სამსახურის უფროსი:

 ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

  ბ) წარუდგენს გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასანთავისუფლებლად საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

  გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

  დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

  ე) წარუდგენ გამგებელს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

  ვ) ხელს აწერს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

  ზ) გამგებლის წინაშე შუამდგომლობს მოწყობილობებსა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

  თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლება- მოვალეობებს;

  ი) თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, აკონტროლებს მათ შესრულებას;

  კ) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. აწარმოებს მათ პირად მიღებას.

მუხლი 4 სამსახურის პერსონალი

 1. სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სამსახურის პერსონალს წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ ამ დებულებით და „სახანძრო სამაშველო სამსახურში’’ სამსახურის გავლის წესის შესახებ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოვალეობებს, რომელსაც ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

თავი IV დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

    მუხლი 5

1. სამსახურის დებულებას მესტიის მუნიციპალიტეტს გამგებელის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.