ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.35.167.000.207
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2010 წლის 28 ივლისი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი’’ ქვეპუნქტის შესაბამისად და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დანართის შესაბამისად.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გოზალიშვილი
დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით) |
| 1. | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2. | გამგებელი | 2360 |
| 3. | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4. | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5. | სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 6. | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე |
650 |
| 7. | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 8. | გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 450 |
| 9. | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული | 400 |
| 10. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 420 |