ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.08.2010 ძალადაკარგული 15.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.112.000414
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 16, 25/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.112.000.414

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2010 წლის 12 აგვისტო

ქ. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №1).

2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 18 თებერვლის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურისა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ №3 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე

დანართი №1

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 

თანამდებობის დასახელება

რანგი

თანამდებობრივი

სარგო

1

გამგეობის ხელმძღვანელობა

 

 

1.1

მუნიციპალიტეტის გამგებელი

 

2360

1.2

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე

 

900

2

გამგეობის თანამშრომლები

 

 

2.1

გამგებლის თანაშემწე

უფროსი საჯარო თანამდებობა

450

2.2

სამსახურის უფროსი

 

700

2.3

განყოფილების უფროსი

 

500

2.4

მთავარი სპეციალისტი

უმცროსი საჯარო თანამდებობა

420

2.5

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი

უმცროსი საჯარო თანამდებობა

400

2.6

სპეციალისტი

უმცროსი საჯარო თანამდებობა

200

3

ტექნიკური პერსონალი

 

 

3.1

მდივანი

 

350

3.2

მძღოლი

 

570

3.3

დამლაგებელი

 

150