საკრებულოს კომისიებია:
ა) სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია;
გ) აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისია;
დ) სოციალურ საკითხთა კომისია;
ე) ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია.
2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით(რეგლამენტით) და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე