1. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე.
2. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში მიეთითება:
ა) საკრებულოს ბიუროს სხდომის დრო და ადგილი;
ბ) სხდომის თავმჯდომარის და ბიუროს სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა;
გ) განხილვის საგანი;
დ) კენჭისყრის შედეგები;
ე) მიღებული გადაწყვე
ტილება.
3. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 2 დღის ვადაში.
4. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმის ასლები ეგზავნება საკრებულოს კომისიებს, ფრაქციებს, დროებით სამუშაო ჯგუფებს და გამგებელს.
5. საკრებულოს, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, უფლება აქვს გააუქმოს ან ცვლილებები შეიტანოს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებში.
6. საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
თავი V
საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფებ
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 01.09.2025
მუხლი 22. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
თავი IV — საკრებულოს ბიურო
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 17. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
- მუხლი 19. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 20. ბიუროს სხდომა
- მუხლი 21. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 23. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 24. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 25. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 26. კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 27. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №3, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.147.000130 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1142142/muxli-22/