1. საკრებულო არის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულების (რეგლამენტით) დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი 12913 მუხლის მე-6 ნაწილისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის №2515-რს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.04.2023
მუხლი 1. საკრებულო
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 3. საკრებულოს უფლებამოსილება
- მუხლი 4. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 6. საკრებულოს ადგილსამყოფელი
- მუხლი 7. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 8. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 11. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 14. საკრებულოს წევრის მოვალეობები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №3, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.102.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1142275/muxli-1/