1. საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თანამდებობის პირიც) მოვალეა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგინოს ანგარიში ამომრჩევლებს.
2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომის დარბაზში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიში შესაძლებელია მოსმენილი იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულის საჯარო დაწესებულების (გამგეობის რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობა, სკოლა, კულტურის სახლი და ა.შ) დარბაზში).
3. საკრებულოს წევრის ანგარიშს ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი.
4. საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ დებულების (რეგლამენტის) 130-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
5. საკრებულოს ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
6. ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან თავის შენიშვნები და წინადადებები და შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა.
7. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
8. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება საკრებულოს აპარატში
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.04.2023
მუხლი 127. საკრებულოს წევრის ანგარიში
თავი XVI — მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 121. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
- მუხლი 122. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების წესი
- მუხლი 123. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა
- მუხლი 124. დასახლების საერთო კრება
- მუხლი 125. მოსახლეობის გამოკითხვა
- მუხლი 126. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
- მუხლი 128. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
- მუხლი 129. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშები
- მუხლი 130. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 131. საკრებულოს აპარატის ფუნქციები
- მუხლი 132. კონტროლი საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ“, მუხლი 127, №3, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.102.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1142275/muxli-127/