2. თუ წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებს არა აქვთ დამოუკიდებელი შემოსავალი, ჯარიმა გადახდებათ მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს.
3. ჯარიმა დამრღვევმა უნდა შეიტანოს შემნახველი ბანკის დაწესებულებაში, ქვითარი უნდა დაერთოს საქმეს.
4. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილება დაჯარიმების შესახებ გადაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში დაჯარიმებული პირის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, პენსიიდან ან სტიპენდიიდან ჯარიმის თანხის იძულებითი წესით დასაქვითავად.
5. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს, მაშინ დადგენილების ასლი უნდა გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს ამ პირის პირად ქონებაზე, აგრეთვე საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევისათვის.
6. დადგენილება ჯარიმის შესახებ, რომლითაც ჯარიმა მთლიანად გადახდილია, აღსრულების აღნიშვნით დაუბრუნდება სასამართლოს და დაერთვის საქმეს