2. იმ საქმეებზე, რომელთა შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, სააღსრულებო ფურცელი ამოიწერება გადაწყვეტილების დადგენის დღესვე.
3. სააღსრულებო ფურცლები უნდა შეივსოს გარკვევით, შესწორება და წაშლა არ დაიშვება. სააღსრულებო ფურცელში შეტანილ უნდა იქნეს ცნობები ანგარიშსწორების ანგარიშის შესახებ იმ მონაცემების მიხედვით, რომლებიც არსებობს საქმის მასალებში.
4. კრედიტორს, განცხადების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლები მიეცემა საცნობარო ფურცელზე (განცხადებაზე) ხელმოწერით.
5. თუ აღსრულება უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილზე ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, მაშინ ამოიწერება და აღსასრულებლად გაიცემა რამდენიმე სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ადგილისა და გადაწყვეტილების იმ ნაწილის ზუსტი აღნიშვნით, რომელიც ამ ფურცლით უნდა აღსრულდეს.
6. სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სასამართლომ, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, უნდა გასცეს დუბლიკატი