2. აუცილებლობის შემთხვევაში პროცესის მონაწილეები შეიძლება დაიბარონ ტელეფონოგრამით, დეპეშით ან ფაქსით. ფაქსით გაგზავნის დროს აუცილებელია შეტყობინების დადასტურება იმ პირის მიერ, ვისაც ეს შეტყობინება გაეგზავნა. ხელმოწერილი უწყებები უნდა დაერთოს საქმეს. ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში საქმეს უნდა დაერთოს უწყების მეორე ნახევარი და გაგზავნის ქვითარი. თუ ერთ საქმეზე მრავალი უწყება იგზავნება, მაშინ დგება შეკვეთილ გზავნილთა ნუსხა და აღნიშნული ნუსხა ქვითართან და უწყების მეორე ნახევართან ერთად დაერთვება საქმეს.
3. მოსამართლის თანაშემწე ვალდებულია გაარკვიოს უწყებების ჩაუბარებლობის მიზეზები, მოახსენოს მოსამართლეს და მისი მითითებით მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ადრესატებისათვის უწყებების დროული ჩაბარების უზრუნველსაყოფად