მუხლი 75 სამოქალაქო სამართლის საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლის თანაშემწე გადაუგზავნის მოპასუხეს სარჩელსა და საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტის ასლს, მოსამართლის დავალებით დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას შესაგებლის წარმოსადგენად. მოპასუხის წერილობითი პასუხი თანდართული მასალების ასლებთან ერთად გადაეგზავნება მოსარჩელეს (აპელანტს)🔗