1. მერის წარმომადგენელს ჰყავს თანაშემწე (თანაშემწეები), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერის წარმომადგენლის თანაშემწე:
ა) ხელს უწყობს მერის წარმომადგენელს ამ დებულებით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) მერის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით ასრულებს მის მოვალეობას;
გ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, მერის სამართლებრივი აქტებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. მერის წარმომადგენლის თანაშემწე ანგარიშვალდებულია მერისა და მერის წარმომადგენელის წინაშ