ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.35.147.000.612
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2010 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო(№1 დანართის მიხედვით).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 18 მარტის №4 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ე. ბერუაშვილი
დანართი №1
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 3 | საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 4 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| 5 | საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 6 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი, მათ შორის : ა) წამყვანი სპეციალისტი ბ) სპეციალისტი |
420 240 |