ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №43
2010 წლის20 დეკემბერი
დ.სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.მალანია
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახური
1.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების განხორციელებას.
2.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათ ავისუფლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი და რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.
3.სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.
4.სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქათველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით:
1. ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძრის ჩაქრობას.
2. მონაწილეობას იღებს საქართველოს ტერიტორიის ხანძრის ლიკვიდაციისა და დაგეგმილ სახანძრო ტაქტიკურ სწავლებაში.
3. ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობის ობიექტების ხანძრის თავიდან აცილების ორგანიზებას და ჩაქრობას, სამუშაოების შესრულებას და მომსახურების გაწევას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.
4. ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას.
5. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვას სათანადო ძალების საშუალებით, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
6. საგანგებო სიტუაციების დროს აუცილებლობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.
7. უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №43
2010 წლის 20 დეკემბერი
დ. სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახური
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათ ავისუფლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი და რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქათველოს კანონის შესაბამისად.