1. საკრებულოს სხდომას, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

2. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საკრებულოს სხდომა ღიაა.

4. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკაშვირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.

5. საკრებულოს წევრს სხდომის დაწყებამდე ურიგდება დღის წესრიგი, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს დამსწრეთა უმრავლესობით.

6. საკრებულოს წევრი, საკრებულოს კომისია და ფრაქცია უფლებამოსილია მოითხოვოს დღის წესრიგში იმ საკითხის შეტანა, რომელიც კოლეგიამ არ გაითვალისწინა, ან საკითხის ამოღება. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.

7. თუ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვა ვერ მოესწრო, ისინი განიხილება შემდგომ სხდომაზე შეწყვეტის მომენტისათვის არსებული თანმიმდევრობით.

8. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება მისი ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის მოხსენებით.

9. საკრებულოს წევრს უფლება აქვს კითხვით მიმართოს მომხსენებელს და მონაწილეობა მიიღოს კამათში. კამათი იწყება კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ საკრებულოს მიერ დადგენილი დროის ამოწურვამდე. კამათში მონაწილეობის მსურველები წინასწარ ეწერებიან სიაში.

10. თუ საკრებულოს წევრი დადგენილი წესით ჩაწერილი არ არის გამსვლელთა სიაში, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა, რასაც წყვეტს საკრებულო დამსწრეთა უმრავლესობით.

11. გამომსვლელთა თანმიმდევრობის განსაზღვრისას სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გაითვალისწინოს ფრაქციათა, კოალიციათა, უმრავლესობის წარმომადგენლობა. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა.

12. კამათის გადადების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

13. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი, კამათში პირველად გამომსვლელს – 10 წუთი, მეორედ – 5 წუთი, პროპორციულ საკითხებთან დაკავშირებით – 3 წუთი.

14. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, გამომსვლელს გაუგრძელოს დრო ან შეწყვიტოს კამათ