1. საკრებულოს უფლებამოსილებათა სახეებია:
ა) საკუთარი უფლებამოსილებები;
ბ)დელეგირებული უფლებამოსილებები
.
2. დაუშვებელია საკრებულოს მიერ საკუთარ უფლებამოსილებათა იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს საკანონმდებლო აქტის მოთხოვნათა დარღვევა, სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე ორგანიზაციებისა და დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების შეფერხება, თვითმმართველ ერთეულებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა, ან საფრთხე შეუქმნას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელება