1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელი.
2. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიით შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიით შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, ტარდება ხელახალი არჩევნები. ერთიდაიგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს. თუ არჩევნების მეორე ტურში ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე, ტარდება ხელახალი არჩევნები.
3. საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) ახორციელბს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს;
ბ) ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
გ) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, მისი სხდომების ოქმებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
დ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას;
ე) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს სხდომებს;
ვ) თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;
ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;
თ) საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს;
ი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად გადაანაწილოს თანხები მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის;
კ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ლ) საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით;
მ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;
ნ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ო) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ დებულებით და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს:
პ.ა) გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე;
პ.ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე;
პ.გ.) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;
ჟ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.
5. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხრი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
6. თუ საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.
7. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებ