1. საკრებულოში საკითხის წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით იქმნება კომისიები.

2. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით, ამტკიცებს საკრებულო. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. კომისიის თავმჯდომარის მიერ კომისიის ან ამ დებულებით დადგენილი წესით კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურების ან ანაზღაურების გარეშე.

3. საკრებულოს კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიის და ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საკრებულოს კომისიებია:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა კომისია ამზადებს გარდაბნის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ დადგენილებების პროექტებს, რეკომენდაციებს, დასკვნებს, ცნობებს გარდაბნის საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში გასატარებელ ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების შეფასების მიზნით, აკონტროლებს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას, ისმენს გარდაბნის საფინანსო-საბიუჯეტო სისტემის ხელმძღვანელ პირთა ანგარიშს და წარადგენს შესაბამის დასკვნას საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. შეიმუშავებს განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, ვეტერინარიის, სოციალური დაცვისა და შრომითი ურთიერთობების, ბავშვთა დაცვის, ოჯახის განვითარების, დემოგრაფიის, ახალგაზრდობის და ვეტერანთა საკითხებს, დასაქმების სფეროებში საკრებულოს სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

ბ) დარგობრივი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისია – წინასწარ განიხილავს და აძლევს დასკვნას საკრებულოში განსახილველად შემოტანილ საფინანსო ხასიათის პროექტებს. კომისია ასევე განიხილავს გამგებლის მიერ წარმოდგენილ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტს; შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს განსახილველად; წინასწარ განიხილავს და აძლევს დასკვნას საკრებულოში განსახილველად შემოტანილ ეკონომიკური ხასიათის პროექტებს შეიმუშავებს სოფლის მეურნეობისა და აგრარულ სფეროებში საკრებულოს სამართლებრივ აქტებს, შეიმუშავებს ინფრასტრუქტურის სფეროებში საკრებულოს სამართლებრივ აქტებს, ამზადებს დასკვნებს მეწარმეობის ხელშეწყობის საკუთრებითი ურთიერთობისა და მათი სრულყოფის შესახებ;

გ) სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია იხილავს ადამიანის უფლებების, კანონიერებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებს, ისმენს შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირების ანგარიშებს; უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და მათ შესრულებაზე კონტროლს; უზრუნველყოფს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ადგილობრივი ორგანოების ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას; უზრუნველყოფს საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა და საკრებულოს წევრის სტატუსის დაცვას; ქმნის საკრებულოს ხმის დამთვალელ ჯგუფს, განმარტავს რეგლამენტის დებულებებს და აკონტროლებს საკრებულოს ცალკეული სამართლებრივი აქტების და პროცედურული საკითხების შესაბამისობას რეგლამენტთან;

დ) კულტურისა და საგარეო ურთიერთობათა კომისია – შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და ნორმატიული აქტების პროექტებს კულტურის სფეროში. დასამტკიცებლად წარუდგენს გარდაბანის მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, გამოდის წინადადებით საკრებულოს სხდომაზე გარდაბანის სახელით დადებულ ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით;

ე) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია – შეიმუშავებს ტურიზმის სფეროში საკრებულოს სამართლებრივ აქტებს. შეიმუშავებს სხვა შესაბამის ნორმატიულ აქტებს „ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის საკითხებში