1. საკრებულოს წევრს, საკუთარი სურვილითა და შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარის თანხმობით, უფლება აქვს გაერთიანდეს მხოლოდ ერთი ფრაქციის შემადგენლობაში, რაც ეცნობება საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს.
2. ფრაქციას უფლება აქვს წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიიღოს ახალი წევრი ან გარიცხოს წევრი ფრაქციიდან.
3. ფრაქციის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ, 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარე